მეუფე ზენონი - პატრიარქის ინტრონიზაციაზე ლაპარაკი არ შეიძლება, ვიდრე ერთმანეთში ყველაფერი ნათელი არ გახდება
დონალდ ტრამპი - ჰორმუზის სრუტეში „პროექტი თავისუფლება“ მცირე დროით შეჩერდება
რუსეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია
საპატრიარქო - კომისიამ აღიარა მიტროპოლიტ იობის მიერ მიღებული განათლება და მიანიჭა მას თეოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი
„კურიერის“ ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ დაკავებული პირი გიორგი უძილაურია
სუს-ის ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში, მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე დააკავეს
ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში შეხვედრებზე - პოლიტიკის დაუწერელი კანონია, რომ მტერსაც და მოყვარესაც ესაუბრო
Air Defense Forces shoot down one ballistic missile and 149 Russian drones

კახა კალაძე - არჩევნებს ვინც აყალბებდა, ყველას კარგად გახსოვთ, იცით, 2020 წლის არჩევნებზე ხმების პარალელური დათვლის ამბავიც

22.03.2024 ნახვები: 484

საქართველოში მცხოვრებლები კარგად ხედავენ და აანალიზებენ, ვინ ვინ არის, რომელი პოლიტიკური პარტია ვის ინტერესებს ემსახურება. მთელი ამ წლების განმავლობაში კარგად გამოჩნდა, ვის რა ინტერესი ჰქონდა ქვეყნის მიმართ, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მმართველ პარტიას აქვს უდიდესი შანსი, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მოიპოვოს კონსტიტუციური უმრავლესობა, რის საფუძველსაც აძლევთ ჩატარებული კვლევები და საზოგადოების მხარდაჭერა.

„ამის თქმის საშუალებას გვაძლევს უზარმაზარი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან. დღეს, საქართველოში მცხოვრებლები კარგად ხედავენ და აანალიზებენ, ვინ ვინ არის, რომელი პოლიტიკური პარტია ვის ინტერესებს ემსახურება. მთელი ამ წლების განმავლობაში, კარგად გამოჩნდა ვის რა ინტერესი ჰქონდა ქვეყნის მიმართ. რადიკალიზმით ვერავინ ვერაფერს მიაღწევს და ისინი ყოველთვის მარცხისთვის იქნებიან განწირულნი.

გარდა ამისა, კვლევებში, რომელიც ქვეყნდება, კარგად ჩანს, რომ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ არის ძალიან დიდ უპირატესობაში. გვჯერა და დარწმუნებული ვართ, რომ დღეს, ჩვენს გუნდს აქვს უდიდესი შანსი მოიპოვოს კონსტიტუციური უმრავლესობა. ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა ქვეყანაში, ვისაც რეალურად მშვიდობის შენარჩუნება, ეკონომიკური განვითარება შეუძლია, სხვების თითის დაქნევაზე არ მიიღებს ისეთი გადაწყვეტილებებს, რომელიც ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, არჩევნები მშვიდობიან და დემოკრატიულ გარემოში ჩატარდება, ქვეყანაში არეულობის მოწყობის შესაძლებლობა კი, არავის მიეცემა.

„არჩევნებს ვინც აყალბებდა, ყველას კარგად გახსოვთ - 2020 წლის არჩევნების პარალელური დათვლების ამბავიც და ისიც, თუ ვის ჰქონდა ქვეყანაში არეულობის მოწყობის მცდელობა. არცერთ გარე ქვეყანას არ მიეცემა შესაძლებლობა ჩაერიოს საქართველოს შიდა საქმეებში, მოაწყოს რევოლუცია. 2024 წლის არჩევნები ჩატარდება მშვიდობიან, თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში, სადაც ყველა პოლიტიკოსს, პოლიტიკურ პარტიას ექნება შესაძლებლობა, წარმოადგინოს საკუთარი ხედვები ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით. საერთოდ თუ გააჩნიათ ასეთი ხედვა, რა თქმა უნდა“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა