პატრიარქობის კანდიდატი, მეუფე გრიგოლი - პროგრამული ხედვის ძირითად პრინციპებს აქვეყნებს
გიორგი მიქაძე - 5 მილიონი კი არა, 5 მილიარდი რომ მომცენ, კაცს არ მოვკლავ
ბოლო ერთ კვირაში საწვავის ფასი კიდევ 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა
პროკურატურამ გიორგი უძილაურს ბრალდება წარუდგინა
ძმებს, დავით და გიორგი მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსულმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია
მეუფე ზენონი - პატრიარქის ინტრონიზაციაზე ლაპარაკი არ შეიძლება, ვიდრე ერთმანეთში ყველაფერი ნათელი არ გახდება
დონალდ ტრამპი - ჰორმუზის სრუტეში „პროექტი თავისუფლება“ მცირე დროით შეჩერდება

შს მინისტრი - 2023 წელი მნიშვნელოვანი იყო რეფორმის მიმართულებით

20.03.2024 ნახვები: 526

2023 წელი მნიშვნელოვანი იყო კრიმინალური პოლიციის რეფორმის მიმართულებითაც. ოპერატიული, საგამოძიებო და საუბნო მიმართულებები სრულად გაიმიჯნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა ტერიტორიულ ორგანოში, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას განაცხადა.

მისი თქმით, რეფორმის ფარგლებში, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი დამოუკიდებელ ერთეულად გამოეყო.

„რეფორმის ფარგლებში გამომძიებლის ფუნქცია-მოვალეობებად განისაზღვრა მხოლოდ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება და მას სრულად ჩამოშორდა სხვა საპოლიციო ვალდებულებები, რაც აისახება გამომძიებელთა საქმიანობის ეფექტურობაზე. ამავე რეფორმის ფარგლებში, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტს რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტი დამოუკიდებელ ერთეულად გამოეყო. მოგეხსენებათ, რაჭაში გაიზარდა ტურისტების რაოდენობა, განვითარდა ინფრასტრუქტურა, რამაც გააჩინა საჭიროება პოლიციის ცალკე დანაყოფის შექმნის. რაჭის პოლიციის დეპარტამენტი 2007 წელს გაუქმდა და მას შემდეგ ცალკე დანაყოფად აღარ ფუნქციონირებდა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, საკანონმდებლო ორგანოში „მინისტრის საათის“ ფორმატში გასული წლის ანგარიშის წარდგენისას სამინისტროს თანამშრომლების სოციალური პირობების გაუმჯობესებაზე ისაუბრა.

„2023 წელი განსაკუთრებული იყო, როგორც ანაზღაურების ზრდის კუთხით, ასევე სამუშაო პირობების გაუმჯობესების თვალსაზრისით. განახლდა ინფრასტრუქტურა, აღჭურვილობა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზა. 2022 წელს, სამინისტროს ყველა თანამშრომლის ხელფასი 10%-ით გაიზარდა, ხოლო 2023 წელს,   უკვე გაზრდილი ხელფასის ზრდა მოხდა დამატებით 20%-ით, ზრდის ტენდენცია  მიმდინარე წელსაც გაგრძელდა და პირველი იანვრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს ყველა თანამშრომლის არსებული ხელფასი დამატებით კიდევ 10%-ით გაიზარდა“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ პოლიციელთა სოციალური გარანტიების გაუმჯობესების მიზნით, პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე შვიდი მრავალსართულიანი კორპუსი შენდება და ბინას 1000-მდე პოლიციელი მიიღებს.

„პოლიციელთა სოციალური გარანტიების გაუმჯობესების მიზნით, 2023 წელს, თბილისში დაიწყო „პოლიციის ქალაქის“ მშენებლობა. „პოლიციის ქალაქში“ შვიდი მრავალსართულიანი კორპუსი შენდება და პროექტის ფარგლებში პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე ბინას 1000-მდე პოლიციელი მიიღებს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

მნიშვნელოვნად გაფართოვდა საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობა, კერძოდ ირლანდიის რესპუბლიკასა და ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან წარიგზავნენ პოლიციის ატაშეები, –  განაცხადა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში.

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, დამატებით გადაიფარა 12 ქვეყანა.

„მინდა მოგახსენოთ, რომ დღეის მდგომარეობით წარგზავნილია 18 პოლიციის ატაშე, საიდანაც  36 სახელმწიფო იფარება, აგრეთვე მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები რამდენიმე ქვეყანასთან ატაშეების ქსელის გაფართოებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, 2023 წელი მნიშვნელოვანი იყო საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით.

„გასულ წელს 12 მაღალი დონის ვიზიტი განხორციელდა. მინდა, გამოვყო ბოლო მნიშვნელოვანი შეხვედრა ევროპელ კოლეგასთან. საქართველოს ისტორიაში პირველად, გერმანიის და ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრები ჩვენს ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ, ასევე, გვქონდა ვიზიტები და ოფიციალური შეხვედრები გერმანიასა და უნგრეთში შინაგან საქმეთა მინისტრებთან. ჩემი მოადგილეები ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდნენ და კოლეგებთან შეხვედრები გამართეს – პოლონეთში, ისრაელში, თურქეთში, ლიეტუვაში, ავსტრიისა და ლატვიის რესპუბლიკებში. ოფიციალური ვიზიტების გარდა, პარტნიორ სახელმწიფოებთან ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში, ხელი მოეწერა რამდენიმე მნიშვნელოვან ოქმსა და ხელშეკრულებას. აქტიურად გაგრძელდა, როგორც გაცვლითი სასწავლო პროგრამები, ასევე ტექნიკური და ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარება დონორების მხარდაჭერით, რისთვისაც მინდა, მადლობა ვუთხრა საერთაშორისო პარტნიორებს“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, კიდევ ერთი ფაქტი, რომელიც ქართველი სამართალდამცავების წარმატებით მუშაობას ასახავს, არის ტრეფიკინგის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის გასული წლის ანგარიში.

მინისტრის განმარტებით, ანგარიშის თანახმად, ადამიანით ვაჭრობის წინააღმდეგ სახელმწიფოების მიერ განხორციელებული ღონისძიებების მიხედვით, 2023 წელსაც საქართველო მსოფლიოს მასშტაბით უმაღლეს საფეხურზე – პირველ კალათაში იკავებს ადგილს.

„მიმდინარე საანგარიშო პერიოდში, ტრეფიკინგის დანაშაულის ჩადენისთვის ბრალი წარედგინა 15 პირს; პოლიციამ „ქურდული სამყაროს“ წევრობის, მხარდაჭერისა და „კანონიერი ქურდისთვის“ მიმართვის ბრალდებით სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო 71 პირის მიმართ; ოთხ სისხლის სამართლის დანაშაულზე პასუხისგებაში მიცემულია სამი „კანონიერი ქურდი“; ნარკოტიკული საშუალების გასაღებისთვის პასუხისგებაში მიცემულია 284 პირი; კიბერდანაშაულისთვის სისხლისსამართლებრივი დევნა 200 პირზე დაიწყო“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა