თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces

ჯეიკ სალივანი - რეალობა ასეთია, პუტინი რუსეთის პრეზიდენტია, ჩვენ მოგვიწევს ამ რეალობასთან საქმის დაჭერა

ნახვები: 564 ჯეიკ სალივანი - რეალობა ასეთია, პუტინი რუსეთის პრეზიდენტია, ჩვენ მოგვიწევს ამ რეალობასთან საქმის დაჭერა

რეალობა ასეთია, პუტინი რუსეთის პრეზიდენტია, – ასე გამოეხმაურა აშშ-ის პრეზიდენტის, ბაიდენის ადმინისტრაცია რუსეთში გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებს.

„რეალობა ისაა, რომ პუტინი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტია. ჩვენ გვქონდა შეხება ამ რეალობასთან უკრაინაში ომის დროს, რუსეთის სხვა აგრესიული ქმედებებისა და აშშ-ის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგო ნაბიჯების გადადგმის დროს“, – განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა.

მისი თქმით, შეერთებულ შტატებს მოუწევს ამ რეალობასთან საქმის დაჭერა, რაც არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ჩატარებული არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის საჭირო არცერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებდა.

„არჩევნების შედეგები პროგნოზირებადი იყო, რადგან პუტინმა დახურა პოლიტიკური სივრცე, დააპატიმრა პოლიტიკური ოპონენტები. მისი ზოგიერთი პოლიტიკური ოპონენტი ტრაგიკულად დაიღუპა. ამრიგად, ამ არჩევნებში არაფერი იყო თავისუფალი და სამართლიანი, შედეგი წინასწარ იყო განსაზღვრული“, – აღნიშნა სალივანმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა