ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი 17-19 მარტს სომხეთს, აზერბაიჯანსა და საქართველოს ვიზიტით ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაცია ნატო-ს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
თბილისში იენს სტოლტენბერგი 18 მარტს აზერბაიჯანიდან ჩამოვა. მას დაგეგმილი აქვს შეხვედრა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან. იენს სტოლტენბერგი ირაკლი კობახიძესთან ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავს.
ნატო-ს გენერალური მდივანი 19 მარტს საქართველოდან ერევანში გაემგზავრება.
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციიდან ზოგმა ივანიშვილთან პირდაპირ ითანამშრომლა, ზოგმა კი თავისი სასარგებლო იდ
გოჩა მირცხულავა - „ქართული ოცნების“ მცდელობები, მოჩვენებითად თუ საქმით დაანახონ დასავლეთს, რომ „ჩვენ