უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

საუბრები სერგო ფარაჯანოვის ხელოვნებაზე

ნახვები: 561 საუბრები სერგო ფარაჯანოვის ხელოვნებაზე

19 მარტს თიბისი კონცეპტის მულტიფუნქციურ სივრცეში გაიმართება საუბრები ფარაჯანოვის შემოქმედებაზე და მის ხელოვნებაზე დაფუძნებულ სხვადასხვა პროექტებზე. ფრანგი მოცეკვავე და ქორეოგრაფი მურად მერზუკი და ფრანგული თეატრალური კომპანიის Saté-âtre-ის დირექტორი, სატე ხაჩატრიანი ისაუბრებენ თუ როგორ შეიქმნა სპექტაკლი ბროწეულის ფერი, რომლის წარმოდგენაც 18 მარტს, რუსთაველის თეატრში შედგება.

ხელოვანები ისაუბრებენ სერგო ფარაჯანოვის შემოქმედებაზე, თუ რამხელა გავლენა აქვს მის ხედვას დღევანდელ სამყაროში. ისაუბრებენ როგორ იქმნებოდა ქორეოგრაფიული სპექტაკლი და რა გამოცდილება მიიღეს მათ ფარაჯანოვის უკვდავი ხელოვნების ინსპირაციულ პროექტზე მუშაობისას,

ქორეოგრაფიული სპექტაკლი აერთიანებს ტრადიციულ კავკასიურ ბგერებს, ხალხურ და ელექტრონული მუსიკას, რომელიც სერგო ფარაჯანოვის მხატვრულ მემკვიდრეობას ახალ პოეტურ შუქს სძენს.

სერგო ფარაჯანოვი მრავალი კინოპრემიის ლაურატი, კინორეჟისორი, სცენარისტი და მხატვარი იყო. მსოფლიო აღიარება სერგო ფარაჯანოვს ეწვია ისეთი საკულტო ფილმების შექმნის შემდეგ როგორებიცაა: „მივიწყებულ წინაპართა აჩრდილები“ (1965) და „ბროწეულის ფერი“ (1969).

დისკუსიაზე დასასწრებად გაიარეთ რეგისტრაცია ბმულზე.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა