მიტროპოლიტი იობი პროგრამული ხედვისა და ძირითადი პრიორიტეტების შესახებ წერილს აქვეყნებს
პატრიარქობის კანდიდატი, მეუფე გრიგოლი - პროგრამული ხედვის ძირითად პრინციპებს აქვეყნებს
გიორგი მიქაძე - 5 მილიონი კი არა, 5 მილიარდი რომ მომცენ, კაცს არ მოვკლავ
ბოლო ერთ კვირაში საწვავის ფასი კიდევ 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა
პროკურატურამ გიორგი უძილაურს ბრალდება წარუდგინა
ძმებს, დავით და გიორგი მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსულმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია
მეუფე ზენონი - პატრიარქის ინტრონიზაციაზე ლაპარაკი არ შეიძლება, ვიდრე ერთმანეთში ყველაფერი ნათელი არ გახდება

ლევან ბეჟაშვილი - პუტინის დავალებით, ივანიშვილის რეჟიმს მიხეილ სააკაშვილი პოლიტპატიმრის სტატუსით, არაადამიანურ პირობებში ჰყავს

13.03.2024 ნახვები: 475

დასავლელმა და ევროპელმა პარტნიორებმა კარგად იციან, რა სასამართლო სისტემა აქვს დღეს ქვეყანას, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოში დღეს არის სასამართლო სისტემა, სადაც პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღება.

„ჩვენმა დასავლელმა და ევროპელმა პარტნიორებმა კარგად იციან, რა სასამართლო სისტემა აქვს დღეს ქვეყანას – სასამართლო სისტემა, რომელსაც კლანი მართავს, სადაც პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღება და სადაც გვყავს საერთაშორისო სანქცირებული მოსამართლეები. ამიტომ, ჩვენთვის ახლა მნიშვნელოვანი არის, ვკონცენტრირდეთ არა სასამართლო სისტემის შეფასებაზე, არამედ სასამართლო სისტემის შეცვლაზე. დავით არახამიას განცხადება ძალიან მნიშვნელოვანია, ის იმავდროულად იმეორებს იმ პათოსს, რომელიც არის ევროსაბჭოს რეზოლუციაში. ევროპული სტრუქტურების ეს უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოები საუბრობენ იმაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პუტინის პირადი პატიმარი. სწორედ პუტინის დავალებით, ივანიშვილის რეჟიმი მას ამყოფებს პოლიტპატიმრის სტატუსით და არაადამიანურ პირობებში. ეს განცხადებაც ამის დასტურია. ეს განცხადებები და რეზოლუციები არ მიიღება ჭორების საფუძველზე, რეზოლუციების უკან დგას შესაბამისი ანალიტიკური, სადაზვერვო ინფორმაცია, როგორც ეს არახამიას განცხადებაშია. ამიტომ, ეს მოცემულობა უნდა გავითვალისწინოთ ქართულმა საზოგადოებამ. ისტორიული სირცხვილია, რომ დღეს, თანამედროვე საქართველოში პუტინს ჰყავს პირადი პატიმარი მიხეილ სააკაშვილის სახით და საზოგადოებისთვის ეს აღშფოთების საფუძველი უნდა იყოს“, – განაცხადა ბეჟაშვილმა.

უკრაინის რადას ფრაქციის, „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარემ, დავით არახამიამ განაცხადა: „დაგვიბრუნდეს მიხეილ სააკაშვილი, შეწყდეს ფრენები რუსეთთან, აგრესორის დახმარება სანქციების გვერდის ავლაში, მაშინ ურთიერთობების ნორმალიზებაც მარტივად მოხდება“.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა