სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალ ხელმძღვანელად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა – გიორგი პატარიძემ თანამდებობა პროკურატურის რეკომენდაციის შემდეგ დატოვა
Sybiha reacts ironically to idea of nominating Orbán for UN Secretary-General
Zelensky: Hegseth’s approval for Patriot missiles has been pending for nearly a month
პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა – მანამდე პროკურატურამ მისი უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
ზაზა ბიბილაშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელის დაკმაყოფილება 2008 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიის ლეგიტიმაციას ნიშნავს
პროკურატურა პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს – გიორგი პატარიძის საკითხზე იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართეს
მიხეილ სააკაშვილი: ბათუმიდან წამოვა ტალღა, რომელიც თბილისში ამ რეჟიმს წალეკავს – ქვეყანა სრული გაპარტახებისკენ მიდის
გოგნის ქარის ელექტროსადგური – როგორ შეიძლება ერთმა ინვესტიციამ რამდენიმე სოფლის ეკონომიკა შეცვალოს

ილჰამ ალიევი - ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი უკვე რეალობაა

ნახვები: 512 ილჰამ ალიევი - ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი უკვე რეალობაა

ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი დღეს მთლიანად აჩვენებს თავის პოტენციალს, – ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ყაზახეთის პრეზიდენტთან, ყასიმ-ჟომართ თოყაევთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

ალიევის თქმით, აზერბაიჯანში ვიზიტით მყოფ ყაზახ კოლეგასთან დეტალურად განიხილა სატრანზიტო-სატრანსპორტო სექტორის პრობლემატიკა. ორი ქვეყნის პრეზიდენტებმა ასევე მონაწილეობა მიიღეს ჩინეთიდან ყაზახეთის გავლით აზერბაიჯანში ჩასული სატვირთო მატარებლის დახვედრის სიმბოლურ ცერემონიალში.

„ეს არის კიდევ ერთი სიმბოლო იმისა, რომ ტრანსკასპიური სატრანსპორტო დერეფანი უკვე რეალობაა, რომელიც დიდწილად განსაზღვრავს რეგიონული თანამშრომლობის დონეს, რადგან შეუძლებელია, მეზობლებთან კარგი ურთიერთობების გარეშე იყო ტრანზიტული ქვეყანა. მოცემულ შემთხვევაში ყაზახეთიც და აზერბაიჯანის ამ მიმართულებით აჩვენებენ რეგიონული თანამშრომლობის, მეზობლებთან ურთიერთობების გამყარების მიმართ ერთგულებას. აზერბაიჯანს და ყაზახეთს მხოლოდ კასპიის ზღვა ჰყოფთ, თუმცა ეს დაბრკოლებას არ წარმოადგენს, პირიქით, კასპიის ზღვა არის ხიდი არა მხოლოდ ჩვენს ქვეყნებს, არამედ მრავალ ქვეყანას შორის, რადგან ტრანსკასპიური სატრანსპორტო მარშრუტი დღეს მთლიანად ხსნის თავის პოტენციალს“, – განაცხადა ალიევმა.

თავის მხრივ, ყაზახეთის ლიდერმა განაცხადა, რომ დღეს მსოფლიოში სატრანსპორტო-ლოგისტიკური სფერო არის სტრატეგიული სფერო.

„რაც შეეხება სატრანსპორტო-ლოგისტიკურ სფეროს, დღეს ვისაუბრეთ იმაზე, რომ, რესურსების გარდა, ამჟამად მთელ მსოფლიოში მწვავდება ბრძოლა სწორედ სატრანსპორტო-ლოგისტიკურ შესაძლებლობებზე წვდომისთვის. ეს არის სტრატეგიული სფერო. სასიხარულოა, რომ ყაზახეთიც და აზერბაიჯანიც ამ სფეროში მჭიდროდ თანამშრომლობენ, როგორც ბუნებრივი პარტნიორები“, – განაცხადა თოყაევმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა