მიტროპოლიტი იობი პროგრამული ხედვისა და ძირითადი პრიორიტეტების შესახებ წერილს აქვეყნებს
პატრიარქობის კანდიდატი, მეუფე გრიგოლი - პროგრამული ხედვის ძირითად პრინციპებს აქვეყნებს
გიორგი მიქაძე - 5 მილიონი კი არა, 5 მილიარდი რომ მომცენ, კაცს არ მოვკლავ
ბოლო ერთ კვირაში საწვავის ფასი კიდევ 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა
პროკურატურამ გიორგი უძილაურს ბრალდება წარუდგინა
ძმებს, დავით და გიორგი მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსულმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია
მეუფე ზენონი - პატრიარქის ინტრონიზაციაზე ლაპარაკი არ შეიძლება, ვიდრე ერთმანეთში ყველაფერი ნათელი არ გახდება

ანაკლიის პორტის მშენებლობაზე უახლოეს დღეებში კონკურსი გამოცხადდება - ეკონომიკის მინისტრი

12.03.2024 ნახვები: 463

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობაზე უახლოეს დღეებში სამშენებლო კონკურსი გამოცხადდება.

მისივე თქმით, უახლოეს ხანებში მოხდება შერჩევა იმ მშენებელი კომპანიის, რომელიც საზღვაო ინფრასტრუქტურაზე მუშაობას დაიწყებს.

“ორივე მიმართულებით ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს. იმისთვის, რომ ჩვენ პროცესები დაგვეჩქარებინა, გვყავს აყვანილი საერთაშორისო, მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანია (საკონსულტაციო), რომელიც ტექნოლოგიურ ნაწილში ჩვენ გვიწევს დახმარებას. შესაბამისად, საკონკურსო (სატენდერო) წინადადება მომზადდა HAEDES-სთან ერთად. ეს არის ბელგიური წამყვანი კომპანია და ჩვენ ახლა ვიწყებთ უკვე სამშენებლო კონკურსის გამოცხადებას. ეს უახლოეს დღეებში დაიწყება. ეს სამუშაო ნახევარი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა 2023 წელს. ბოლო დეტალები დაზუსტდა. მთავრობის ბოლო სხდომაზეც გვქონდა საბოლოო დეტალები შეთანხმებული და უახლოეს ხანებში მოხდება უკვე შერჩევა იმ მშენებლის, რომელიც დაიწყებს საზღვაო ინფრასტრუქტურაზე მუშაობას.

ასევე, პარალელურად მიმდინარეობს კერძო პარტნიორის შერჩევის პროცესი, ეს არის კერძო და საჯარო თანამშრომლობის კანონმდებლობის შესაბამისად. აქაც ჩვენ გვაქვს ორი საერთაშორისო საკონსულტაციო კონპანია ჩართული. იცით, რომ ჩვენ ვართ უკვე წინადადების მიღების ეტაპზე გადასული, შარშან ინტერესთა გამოხატვა იყო, რომელიც წარმატებით ჩატარდა. ჩვენ ორი მაღალი კვალიფიკაციის პრედენტენტი მივიღეთ და ორ კონსორციუმთან მუშაობა მიდის. იცით, რომ ორივე კომპანიის თხოვნით იყო, რომ ჩვენ ვადები გაგვეხანგრძლივებინა იმიტომ, რომ დოკუმენტების მომზადებისთვის მათ მეტი დრო დასჭირდათ. ამიტომ ვადები გახაგრძლივებულია მაისის ბოლომდე. მაისის ბოლოსთვის ჩვენ უკვე გვექნება წარმოდგენილი წინადადებები და მიმდინარე წელს შერჩევა მოხდება, ასევე, კერძო პარტნიორების”, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა