მიტროპოლიტი იობი პროგრამული ხედვისა და ძირითადი პრიორიტეტების შესახებ წერილს აქვეყნებს
პატრიარქობის კანდიდატი, მეუფე გრიგოლი - პროგრამული ხედვის ძირითად პრინციპებს აქვეყნებს
გიორგი მიქაძე - 5 მილიონი კი არა, 5 მილიარდი რომ მომცენ, კაცს არ მოვკლავ
ბოლო ერთ კვირაში საწვავის ფასი კიდევ 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა
პროკურატურამ გიორგი უძილაურს ბრალდება წარუდგინა
ძმებს, დავით და გიორგი მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსულმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია
მეუფე ზენონი - პატრიარქის ინტრონიზაციაზე ლაპარაკი არ შეიძლება, ვიდრე ერთმანეთში ყველაფერი ნათელი არ გახდება

ლევან ხაბეიშვილი - კახა კალაძეს არ უნდა ეცალოს საწვავის ფასების თემა სასაცილოდ აიგდოს და დასცინოს ხალხს

12.03.2024 ნახვები: 461

თბილისის მერს, კახა კალაძეს არ უნდა ეცალოს საწვავის ფასების თემა სასაცილოდ აიგდოს და დასცინოს ხალხს, ვისაც ეს აწუხებს, მაგრამ ცხვირს ყოფს ყველგან, იმიტომ, რომ ყველა კარტელური, კრიმინალური გარიგების წილშია, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რითაც მის „პერფორმანსთან“ დაკავშირებით დედაქალაქის მერის კახა კალაძის შეფასებას გამოეხმაურა.

ხაბეიშვილის განცხადებით, დაუშვებელია არასერიოზულად პასუხობდე კითხვას, რომელიც საზოგადოებას აწუხებს.

„თბილისის მერს - კახა კალაძეს არ უნდა ეცალოს საწვავის ფასების თემა სასაცილოდ აიგდოს და დასცინოს ხალხს, ვისაც ეს აწუხებს, მაგრამ ცხვირს ყოფს ყველგან, იმიტომ, რომ ყველა კარტელური, კრიმინალური გარიგების წილშია.

როგორ შეიძლება არასერიოზულად პასუხობდე კითხვას, რომელსაც ადამიანი ყოველდღიურად ეხება და აწუხებს?

წლების შედარება არ მოსწონთ თურმე და როცა უნდათ 2005-2006 წლებში ჩადიან.

გვიპასუხეთ, 2024 წელს პორტამდე მოსული საწვავი 1.65 ლარი რომ ღირს, პორტიდან 200 მეტრში 3.2 ლარი რატომ ღირს ?

უთხარით ხალხს სიმართლე! 1.65 ლარი არ არის ის ფასი, რაც პორტამდეა? და ამ 1 ლარს და 50 თეთრს ვინ და რაში ამატებს?“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ცნობისთვის, კახა კალაძის განცხადებით, ყველაზე დიდი უბედურებაა, რომ კონკრეტული პარტიის თავმჯდომარე პერფორმანსებით არის დაკავებული.

„თავიდანვე ვთქვი, როდესაც მას პარტიის თავმჯდომარედ ირჩევდნენ, რომ საინტერესო პერფორმანსები და მოვლენები გველოდებოდა წინ. ასე განაგრძოს. ნამდვილად კარგად მიდის და პარტიაც კარგად მიჰყავს“,- განაცხადა კალაძემ ხაბეიშვილთან დაკავშირებით.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა