უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

მიხეილ სააკაშვილი - ჯანდაცვის სამინისტროში მიიყვანეს კაცი, რომელიც სადამსჯელო ღონისძიებებს განახორციელებს

ნახვები: 562 მიხეილ სააკაშვილი - ჯანდაცვის სამინისტროში მიიყვანეს კაცი, რომელიც სადამსჯელო ღონისძიებებს განახორციელებს

სიმწრით შექმნილი სახელმწიფო ერთმა ადამიანმა მიიტაცა - ჩემი მთავრობის პრინციპი იყო „ყველაფერი ხალხისთვის“, ამათი „ყველაფერი ოლიგარქისთვისა და მისი მონებისთვის, - ამის შესახებ განცხადებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

სააკაშვილის თქმით, ამ ერთი ადამიანის ინტერესებს უკავშირდება ქვეყნის საკადრო პოლიტიკაც, მათ შორის ჯანდაცვის მინისტრის გათავისუფლებაც.

„სიმწრით შექმნილი სახელმწიფო ერთმა ადამიანმა მიიტაცა. ამ ადამიანის ქონებრივ ინტერესებს ებმება საკადრო პოლიტიკაც - წულუკიანი გადაიყვანეს კულტურის მინისტრად, რადგან ივანიშვილს თავისი მორიგი უგემოვნო შენობისთვის მუზეუმის ტერიტორია სჭირდებოდა. ამჯერად, ჯანდაცვის მინისტრი მოხსნეს იმიტომ, რომ მან ვერ შეძლო რესპუბლიკური საავადმყოფოს კოლექტივის წინააღმდეგობის გადალახვა და საავადმყოფოს ტერიტორიის ივანიშვილის სამშენებლო მოედნად გადაქცევა. ახლა მიიყვანეს კაცი, რომელიც სადამსჯელო ღონისძიებებს განახორციელებს.

ჩემი მთავრობის პრინციპი იყო "ყველაფერი ხალხისთვის”, ამათი "ყველაფერი ოლიგარქისთვისა და მისი მონებისთვის, ხოლო ხალხისთვის ზედმეტია". იგივე სამედიცინო სფეროში, რომელიც ქართველებისთვის, ტრადიციულად, ძალიან პრესტიჟული იყო, ჩვენ გვყავდა ბევრი სახელოვანი ექიმი. ვიცი რაზე ვსაუბრობ, ჩემი ბაბუა მიშა სააკაშვილი სამედიცინო ინსტიტუტის დამფუძნებელი რექტორია. დღეს კი ჩვენი სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტების 75% უცხოელები არიან და ასეა ყველა სფეროში.

“გამარჯვების კოალიცია” “ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად, ოლიგარქს ქვეყანას ხელიდან გამოვგლეჯთ და ისევ დავუბრუნებთ ხალხს. ეს გამოიწვევს ფასების მკვეთრ შემცირებას, ხელფასების მომატებას, ასობით ათასი მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილის შექმნას, აქ მყოფი ხალხის დასაქმებასა და წასულების დაბრუნებას. მე ეს ერთხელ უკვე გაკეთებული მაქვს და მას შემდეგ უზარმაზარი გამოცდილება დამემატა, ასე რომ, შევძლებ ხელახლა“, - განაცხადა სააკაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა