კურსკის ოლქის გუბერნატორი აცხადებს, რომ დივერსანტებმა რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლა სცადეს, თუმცა საზღვრის გარღვევა არ მომხდარა.
ამის შესახებ რომან სტაროვოიტი ვიდეომიმართვაში საუბრობს. მოკლე ვიდეოში ის აღნიშნავს, რომ გასული ღამე მშვიდი არ ყოფილა, რეგიონზე უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევა განხორციელდა.
მისი თქმით, დილიდან მიმდინარეობს დასახლებულ პუნქტ ტეტკინოს მისამართით იერიში, იყო დივერსიულ-სადაზვერვო ჯგუფის მხრიდან შეჭრის მცდელობა, შეტაკება იარაღით, თუმცა არანაირი გარღვევა არ მომხდარა. გუბერნატორის ინფორმაციით, დაშავებულია ერთი ადგილობრივი მცხოვრები.
შეგახსენებთ, დღეს სოციალურ ქსელებში გავრცელდა ცნობები, რომ მოხალისეთა რამდენიმე ჯგუფმა უკრაინის მხრიდან რუსეთის საზღვარი გაარღვია კურსკისა და ბელგოროდის ოლქებში. კერძოდ, ლეგიონმა „რუსეთის თავისუფლებამ“ გამოაქვეყნა რამდენიმე ვიდეო, რომელშიც მისი წევრები ამტკიცებენ, რომ რუსეთის საზღვარი გადაკვეთეს. კურსკის ოლქში შეტაკებების შესახებ წერდნენ რუსი სამხედრო ბლოგერებიც.
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციიდან ზოგმა ივანიშვილთან პირდაპირ ითანამშრომლა, ზოგმა კი თავისი სასარგებლო იდ
გოჩა მირცხულავა - „ქართული ოცნების“ მცდელობები, მოჩვენებითად თუ საქმით დაანახონ დასავლეთს, რომ „ჩვენ