პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

ნიჟნი ნოვგოროდს დრონებმა შეუტიეს

ნახვები: 521 ნიჟნი ნოვგოროდს დრონებმა შეუტიეს

ნიჟნი-ნოვგოროდის ოლქის ქსტოვის ინდუსტრიულ ზონაში, სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტზე დღეს დილით დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რის გამოც, ნავთობგადამამუშავებელ დანადგარში ხანძარი გაჩნდა, - ინფორმაციას რუსული მედია ოლქის გუბერნატორზე, გლებ ნიკიტინზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დილით ქსტოვის ინდუსტრიულ ზონაში, სათბობ-ენერგეტიკული კომპლექსის ობიექტს უპილოტო საფრენი აპარატები დაესხნენ თავს, ახლა ადგილზე სპეციალური სამსახურები მუშაობენ და ყველა საჭირო ძალასა და საშუალებას იყენებენ ერთ-ერთ ნავთობგადამამუშავებელ დანადგარში ხანძრის ლოკალიზებისთვის“, - წერს გუბერნატორი „ტელეგრამ“ არხზე.

მისი თქმით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით არავინ დაშავებულა.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა