მიტროპოლიტი იობი პროგრამული ხედვისა და ძირითადი პრიორიტეტების შესახებ წერილს აქვეყნებს
პატრიარქობის კანდიდატი, მეუფე გრიგოლი - პროგრამული ხედვის ძირითად პრინციპებს აქვეყნებს
გიორგი მიქაძე - 5 მილიონი კი არა, 5 მილიარდი რომ მომცენ, კაცს არ მოვკლავ
ბოლო ერთ კვირაში საწვავის ფასი კიდევ 10-დან 30 თეთრამდე გაიზარდა
პროკურატურამ გიორგი უძილაურს ბრალდება წარუდგინა
ძმებს, დავით და გიორგი მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსულმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დაარღვია
მეუფე ზენონი - პატრიარქის ინტრონიზაციაზე ლაპარაკი არ შეიძლება, ვიდრე ერთმანეთში ყველაფერი ნათელი არ გახდება

დავით არახამია საქართველოს ხელისუფლებას პასუხობს და ნორმალიზების პირობებს ასახელებს

12.03.2024 ნახვები: 436

უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე დავით არახამია საქართველოს მთავრობის განცხადებას ეხმაურება.

„საქართველოს პრორუსული ხელისუფლება აყენებს გარკვეულ მოთხოვნებს ჩვენი მოქალაქეების ექსტრადიციის შესახებ, რათა ურთიერთობების ნორმალიზება მოხდეს“ – წერს არახამია.

არახამია სოციალურ ქსელში სამ პუნქტს ასახელებს, რომელთა შესრულებაც, მისი თქმით, სჭირდება საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზებისთვის.

„1. ციხიდან გათავისუფლდეს და დაგვიბრუნდეს ჩვენი მოქალაქე მიხეილ სააკაშვილი; 2. შეწყდეს პირდაპირი ფრენები რუსეთის ფედერაციასთან, რასაც თავად ქართველი ხალხიც ითხოვს;
3. შეწყდეს აგრესორის დახმარება სანქციების გვერდის ავლაში. მაშინ ურთიერთობების ნორმალიზებაც მარტივად მოხდება“, – წერს არახამია.

საქართველოს მთავრობამ გუშინ განცხადება გაავრცელა, რომელშიც გამოთქვამს იმედს, რომ უკრაინის ხელისუფლება გადახედავს გადაწყვეტილებებს, რომლებიც ეწინააღმდეგება მეგობრულ სულისკვეთებას საქართველოსა და უკრაინას შორის. „ურთიერთობების მოსაწესრიგებლად მნიშვნელოვანი და აუცილებელია, უკრაინის ხელისუფლებამ საქართველოს გადასცეს დამნაშავეები, რომლებიც დღეს უკრაინის ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა