სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალ ხელმძღვანელად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა – გიორგი პატარიძემ თანამდებობა პროკურატურის რეკომენდაციის შემდეგ დატოვა
Sybiha reacts ironically to idea of nominating Orbán for UN Secretary-General
Zelensky: Hegseth’s approval for Patriot missiles has been pending for nearly a month
პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა – მანამდე პროკურატურამ მისი უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
ზაზა ბიბილაშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელის დაკმაყოფილება 2008 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიის ლეგიტიმაციას ნიშნავს
პროკურატურა პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს – გიორგი პატარიძის საკითხზე იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართეს
მიხეილ სააკაშვილი: ბათუმიდან წამოვა ტალღა, რომელიც თბილისში ამ რეჟიმს წალეკავს – ქვეყანა სრული გაპარტახებისკენ მიდის
გოგნის ქარის ელექტროსადგური – როგორ შეიძლება ერთმა ინვესტიციამ რამდენიმე სოფლის ეკონომიკა შეცვალოს

იენს სტოლტენბერგი - ახლა უკრაინელების დანებებაზე საუბრის დრო არ არის

ნახვები: 507 იენს სტოლტენბერგი - ახლა უკრაინელების დანებებაზე საუბრის დრო არ არის

ნატო-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რომის პაპის, ფრანცისკეს განცხადებას გამოეხმაურა. სტოლტენბერგმა ამის შესახებ „როიტერთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

„თუ ჩვენ გვსურს, მივაღწიოთ გრძელვადიან სამშვიდობო გადაწყვეტას მოლაპარაკებების გზით, მისკენ გზა უკრაინის სამხედრო მხარდაჭერაზე გადის“, – ამბობს სტოლტენბერგი.

როგორც ნატო-ს გენერალური მდივანი აღნიშნავს, რაც მოლაპარაკებების მაგიდასთან ხდება, განუყოფლად არის დაკავშირებული ბრძოლის ველზე სიძლიერესთან.

„ახლა უკრაინელების დანებებაზე საუბრის დრო არ არის. ეს იქნება ტრაგედია უკრაინელებისთვის. ეს ასევე საშიში იქნება ყველა ჩვენგანისთვის“, – ასე უპასუხა სტოლტენბერგმა ჟურნალისტის კითხვას, ნიშნავდა თუ არა მისი რეაქცია იმას, რომ ახლა „თეთრ დროშაზე“ საუბრის დრო არ იყო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა