უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

ანჯეი დუდა - ნატო-ს წევრმა სახელმწიფოებმა თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის არა ორი, არამედ სამი პროცენტი უნდა დახარჯონ

ნახვები: 561 ანჯეი დუდა - ნატო-ს წევრმა სახელმწიფოებმა თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის არა ორი, არამედ სამი პროცენტი უნდა დახარჯონ

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, აშშ-ში ვიზიტის დროს აპირებს, ახალი ინიციატივით გამოვიდეს, რომ ნატო-ს წევრმა სახელმწიფოებმა თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის არა ორი, არამედ სამი პროცენტი დახარჯონ.

ანჯეი დუდას თქმით, 2022 წელს უკრაინაში რუსეთის შეჭრამ ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის წევრებისთვის თავდაცვა უმთავრეს პრიორიტეტად აქცია და პოლონეთი მშპ-ის დაახლოებით 4%-ს ხარჯავს თავისი შეიარაღებული ძალების გაძლიერებაზე.

„მინდა, შემოგთავაზოთ, რომ ნატო-ს ქვეყნებმა ერთად გადაწყვიტონ თავდაცვისთვის მშპ-ის არა 2%, არამედ 3% დახარჯონ და რომ ეს იყოს ზღვარი“, – განაცხადა დუდამ.

მისი თქმით, ნატო-ს პასუხი რუსეთისადმი უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ უნდა იყოს „მკაფიო და თამამი“.

შეგახსენებთ, პოლონეთის პრემიერი დონალდ ტუსკი და პრეზიდენტი ანჯეი დუდა ვაშინგტონს ეწვევიან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა