თეთრმა სახლმა აშშ-ის ახალი კონტრტერორისტული სტრატეგია გამოაქვეყნა
ადვოკატი - გიორგი უძილაური თავს დამნაშავედ არ ცნობს
ვლადიმერ ხუჭუა - ჩემ მიერ განხილულ საარჩევნო დავასთან დაკავშირებით გამოიკვეთა გარემოებები, რომლებიც შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ სხვადასხვა დანაშაულის ნიშნებს და საჭიროებს სამართლებრივ შეფასებას
დონალდ ტრამპი - ირანთან ომი სწრაფად დასრულდება
ანდრეი სიბიგა მაკა ბოჭორიშვილთან სატელეფონო საუბარზე - უკრაინა-საქართველოს ურთიერთობების ნორმალიზების საერთო ინტერესზე შევთანხმდით - დავადასტურეთ მზადყოფნა, წინ წავწიოთ ორმხრივი თანამშრომლობა და შევინარჩუნოთ აქტიური კონტაქტი
მიტროპოლიტი იობი პროგრამული ხედვისა და ძირითადი პრიორიტეტების შესახებ წერილს აქვეყნებს
პატრიარქობის კანდიდატი, მეუფე გრიგოლი - პროგრამული ხედვის ძირითად პრინციპებს აქვეყნებს
გიორგი მიქაძე - 5 მილიონი კი არა, 5 მილიარდი რომ მომცენ, კაცს არ მოვკლავ

სალომე ზურაბიშვილი - ქალთა მიმართ ძალადობა, ფემიციდი, ეს არის სირცხვილი ქვეყნისთვის, როცა ასეთ მოვლენებთან გვაქვს საქმე

08.03.2024 ნახვები: 463

ქალთა მიმართ ძალადობა, ფემიციდი ანუ ქალთა მკვლელობა, ეს არის პირდაპირ სირცხვილი ქვეყნისთვის, როცა ასეთ მოვლენებთან გვაქვს საქმე, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება ჩვენს კულტურას, იდენტობას და ყველა იმ ღირებულებას, რაც ჩვენ გვაერთიანებს, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქალთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია პრობლემის გადაჭრა სკოლებიდან დაიწყოს.

„ეს არის, ალბათ, მთავარი გამოწვევა, რომ ჩვენ შევძლოთ და დავძლიოთ ეს მძიმე სურათი. ეს ყველას საქმეა და თქვენც ხართ ბრძოლის ფრონტზე. ვისურვებ, რომ ამ დარბაზში მეტი კაცი დამენახოს, რადგან ეს არ არის მხოლოდ ქალების საქმე, ეს საზოგადოების საქმეა, ეს იწყება სკოლიდან და მე არ ვიცი, რამდენად სწორად მუშაობს ჩვენი განათლების სისტემა ამ მიმართულებით, რომ პირველივე წლებიდან ვასწავლოთ ის, რაც არის და იყო ჩვენთვის ინსტინქტური - ქალის მიმართ პატივისცემა და ოჯახის მიმართ პატივისცემა, რაშიც შედის ბავშვები და აღზრდის ფორმები და მეთოდები. მგონი, რომ ამას უნდა მივხედოთ პირველ რიგში, რადგან იქიდან იწყება ყველაფერი. ჩვენ ვცხოვრობთ მსოფლიოში, სადაც ბევრი გამოწვევაა და ძალადობა ბუნებრივიც გახდა, რადგან ყოველდღიურად და ყოველ წამს ვართ ზეწოლის ქვეშ. სტრესი არის ყველგან გავრცელებული, ცხადია ეს გადადის ოჯახზე და ვლინდება სასტიკ მოვლენებში. ეს არის ჩვენი საზოგადოების, მედიის პასუხისმგებლობა, რომ ის, რაც ესწავლება ბავშვებს და უნდა ესწავლებოდეს ჯერ ოჯახში, შემდეგ სკოლაში, მერე მედიაშიც დაინახონ, მოუსმინონ ფსიქოლოგებს. ხშირად გვიყვარს ვთქვათ, რომ სახელმწიფოს და ხელისუფლების გასაკეთებელია, არის მათი გასაკეთებელი ძალიან ბევრი, მაგრამ მაინც მთავარია ჩვენი ინდივიდუალური გასაკეთებელი და ადამიანების მოქალაქეობრივი აღზრდა არის ჩვენი ყველასი პასუხისმგებლობა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა