ბენიამინ ნეთანიაჰუ - სანამ მე ისრაელის პრემიერ-მინისტრი ვარ, ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება
ევროკომისიის პრესსპიკერი - საქართველოს დელეგაციასთან შეხვედრა ფოკუსირებული იყო ვიზების შეჩერების მექანიზმის ამოქმედების გამომწვევ საკითხებზე
საქართველოში ხანმოკლე წვიმა, ელჭექი და ზოგან სეტყვაა მოსალოდნელი
გოჩა მირცხულავა - ავტორიტარიზმის პირველი მსხვერპლი თავისუფლება კი არ არის - პირველი მსხვერპლი ემპათიაა
დონალდ ტრამპი - ირანთან შესანიშნავ შეთანხმებას მივაღწიეთ - შესაძლოა, ხელი ევროპაში მოეწეროს
ირანის საგარეო უწყება - ირანს აშშ-სთან შეთანხმებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება არ მიუღია
საგარეო უწყება - საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციის პროცესის მდგრადობის უზრუნველსაყოფად - მიუღებელია საკითხით პოლიტიკური მანიპულირება
ნანუკა ჟორჟოლიანმა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობაზე უარი თქვა

მამუკა მდინარაძე - დღეს იმ საუკუნის აფერას წლისთავია, რომლითაც ქართველი ახალგაზრდების ნაწილს დააჯერეს, რომ კანონი, რომელიც ამერიკაში მოქმედებს, თურმე რუსულია

08.03.2024 ნახვები: 572

დღეს იმ საუკუნის აფერას წლისთავია, რომელიც პოლიტიკურმა ჯგუფებმა თავისი პატრონების მეშვეობით შემოგვთავაზეს და დააჯერეს ქართველი ახალგაზრდების ნაწილს, რომ ამერიკული კანონის პირდაპირი თარგმანი, კანონი, რომელიც ამერიკაში მოქმედებს, თურმე არის რუსული. ამ სითავხედის პიარ-კამპანია დაალაგეს, ამის წლისთავია, მაგრამ ქართველი ახალგაზრდები ამაზე აღარასდროს წამოეგებიან იმიტომ, რომ ერთი და იმავე „ფეიკ“ მდინარეში შესვლას აღარავინ აპირებს, მათ შორის, ქართველი ახალგაზრდები, რომლებიც თავის მომავალზე იზრუნებენ და დადგებიან ყოველთვის სიმართლის მხარეს და არ წამოეგებიან ისეთ „ფეიკებს“, რომელიც შარშან შემოგვთავაზა მათმა კამპანიამ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

კითხვაზე, თუ რა აჩვენა შარშანდელმა მარტის მოვლენებმა მდინარაძემ აღნიშნა, რომ საუკუნის აფერა დალაგდა და წელსაც გამოჩნდა, რომ საქართველოში ენჯეოები პოლიტიკური მიზნებისთვის ფინანსდებიან.

„ერთი წლის თავზე აჩვენა ის, რომ ერთი, საუკუნის აფერა დალაგდა, მის სათავეში ნაცებთან ერთად ხაზარაძე იდგა იმიტომ, რომ ეს მისი სამარკო ნიშანია -აფერა და ამ აფერას თან სდევდა სამწუხაროდ გარედან დიდი მხარდაჭერა. ამ დიდ მხარდაჭერას განაპირობებდა ის, რომ ბევრ ადამიანს, ბევრ ჯგუფს არ უნდოდა ეღიარებინა, რომ ენჯეო სექტორი ცოტა სხვა მიზნებისთვის ფინანსდება, ვიდრე ეს ქართველ ხალხს ჰგონია. NGO სექტორმა მაშინ დაიცვა თავისი გაუმჭვირვალე ფინანსები და საკმაოდ წარმატებითაც, თუმცა მიუღებელმა კანონმა თავის საქმე გააკეთა და ყველას აჩვენა, რომ ერთი, ეს იყო საუკუნის აფერა, ამერიკული კანონის პირდაპირი თარგმანი, ანუ, ამერიკაში ახლაც მოქმედი კანონი საქართველოში მოინათლა რუსულ კანონად, ამაზე დიდი საუკუნის აფერა რა უნდა ყოფილიყო და წელს უკვე, რამდენიმე დღის წინ, მათ შორის NED-ის ხელმძღვანელის განცხადებიდანაც კი გამოჩნდა, რომ საქართველოში ენჯეოები ფინანსდებიან პოლიტიკური მიზნებისთვის. ფინანსდებიან იმისათვის, რომ იდგნენ არა NGO-ს საქმიანობის, არამედ ლგბტ პროპაგანდის მხარეს. ფინანსდებიან იმისათვის, რომ პოლიტიკური მავნებლობის მხარეს იდგნენ და ამის გამჭვირვალობა არავის აწყობს“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა