უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან თანამშრომლობით, მდგრადი დაფინანსების ფორუმს უმასპინძლა

ნახვები: 562 საქართველოს ეროვნულმა ბანკმა, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან თანამშრომლობით, მდგრადი დაფინანსების ფორუმს უმასპინძლა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მდგრადი დაფინანსების რიგით მეხუთე ფორუმს უმასპინძლა. ორდღიანი ღონისძიება საერთაშორისო საფინანსო კორპორაციასთან (IFC), IFC-ის პარტნიორ შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოსთან და IFC-ის მხარდაჭერით მოქმედ მდგრად საბანკო და საფინანსო ქსელთან თანამშრომლობით გაიმართა.

ფორუმს 15 ქვეყნიდან 200-ზე მეტი მონაწილე დაესწრო, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებიდან. ასევე დაესწრნენ საქართველოს ეროვნული ბანკების მაღალი რანგის წარმომადგენლები, ადგილობრივი ფინანსური ინსტიტუტები, საერთაშორისო ორგანიზაციები, კერძო და საჯარო სექტორის წარმომადგენლები, უნივერსიტეტები და სხვა დაინტერესებული მხარეები.

ღონისძიება საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ გახსნა. მისასალმებელ სიტყვაში ეკატერინე მიქაბაძემ მდგრადი დაფინანსების მიმართულებით ეროვნული ბანკის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, მიღწევებს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მდგრადი დაფინანსების კუთხით შესამჩნევი პროგრესია მიღწეული.

„ეროვნული ბანკი კვლავ რჩება მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს განვითარების ერთგული და ამ პროცესში პარტნიორებთან თანამშრომლობას განსაკუთრებული ადგილი უკავია. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, შევუერთდეთ პარტნიორ ქვეყნებს მდგრადი ფინანსების მიმართულებით გაწეულ აქტივობებში. დღევანდელი ფორუმი ფასდაუდებელ შესაძლებლობას იძლევა გამოცდილების გაზიარების, ახალი გამოწვევების გამოვლენისა და საქართველოში მდგრადი დაფინანსების მომავლის ერთობლივად ჩამოყალიბებისათვის“ – განაცხადა ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ეკატერინე მიქაბაძემ.

ფორუმზე დისკუსიები გაიმართა მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს შემუშავების მიმართულებით არსებული გამოცდილების შესახებ. მონაწილეებმა ასევე განიხილეს ამ მიმართულებით არსებული უახლესი მოვლენები და გამოწვევები, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებში.

დისკუსიები მოიცავდა ისეთ თემებს, როგორიცაა მარეგულირებლებისა და ბაზრის მონაწილეების მიერ გარემოსდაცვითი, სოციალური, მმართველობითი ინვესტიციების და კლიმატთან დაკავშირებული რისკების მართვა, გამჭვირვალობის მნიშვნელობა. გარდა ამისა, დისკუსიების დროს საუბარი შეეხო კერძო სექტორის პერსპექტივებს მდგრად დაფინანსებასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ. ამ მიმართულებით მონაწილეებმა აუდიტორიას თავისი სამომავლო გეგმები და პროექტებიც გაუზიარეს.

როგორც სამხრეთ კავკასიაში IFC-ის რეგიონულმა მენეჯერმა ივანა ფერნანდეს დუარტემ აღნიშნა, მდგრად გადაწყვეტილებებს მილიარდობით დოლარის ღირებულების ინვესტიციები სჭირდება და ფინანსურ სექტორს გადამწყვეტი როლი აქვს მათ მოზიდვაში.

„ეს მოითხოვს ცენტრალური ბანკების, ფინანსთა სამინისტროების, კაპიტალის ბაზრის მარეგულირებლებისა და საბანკო ასოციაციების კოორდინირებულ ერთობლივ ძალისხმევას. აქამდე მიღწეული პროგრესი შთამბეჭდავია, თუმცა შესაძლებლობებისთვის ზღვარი არ არსებობს და ეს ფორუმი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია მეტის მისაღწევად“, – აღნიშნა ივანა ფერნანდეს დუარტემ.

საქართველოს ეროვნული ბანკისა და IFC-SBFN-ის მდგრადი დაფინანსების ფორუმი ყოველწლიური ღონისძიებაა, რომელსაც საფუძველი 2018 წელს ჩაეყარა. საქართველოსა და სხვა მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში მდგრადი დაფინანსების განვითარების მიმართულებით ნაყოფიერი დისკუსიებისთვის სხვადასხვა დაინტერესებული მხარეებისთვის ფორუმი მნიშვნელოვანი პლატფორმა გახდა. ფორუმი მომავალშიც გააგრძელებს უახლესი გლობალური ტენდენციებისა და მდგრადი საბანკო, საფინანსო ქსელის წევრი 66 ქვეყნის გამოცდილების გაზიარებას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა