თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces

სერგეი ნარიშკინი - ემანუელ მაკრონის კომენტარები სახიფათოა

ნახვები: 564 სერგეი ნარიშკინი - ემანუელ მაკრონის კომენტარები სახიფათოა

უკრაინაში ნატო-ს ჯარების განთავსების შესახებ ემანუელ მაკრონის კომენტარები სახიფათოა, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა, სერგეი ნარიშკინმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს ევროპის ლიდერების, „ამ შემთხვევაში საფრანგეთის პრეზიდენტის უპასუხისმგებლობის მაღალ დონეს აჩვენებს“.

„რა თქმა უნდა, სამწუხაროა იმის დანახვა, დაკვირვება და გაგება, რომ ევროპასა და ჩრდილოეთ ატლანტიკაში მოქმედი ელიტების მოლაპარაკების უნარი ძალიან დაბალ დონეზეა. უფრო და უფრო იშვიათი ხდება ის, რომ ისინი საერთოდ რაიმე საღი აზრის დემონსტრირებას ახდენენ. მაგრამ ეს განცხადებები უკიდურესად საშიშია. ისინი ბირთვული ომის ზღვარზე მიგვიყვანენ“, - აღნიშნა რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას, პარიზში, უკრაინის საკითხზე გამართული სამიტის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ უკრაინის ტერიტორიაზე დასავლეთის ჯარების გაგზავნას არ გამორიცხავდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა