სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალ ხელმძღვანელად რამაზ თათარაშვილი დაინიშნა – გიორგი პატარიძემ თანამდებობა პროკურატურის რეკომენდაციის შემდეგ დატოვა
Sybiha reacts ironically to idea of nominating Orbán for UN Secretary-General
Zelensky: Hegseth’s approval for Patriot missiles has been pending for nearly a month
პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა გიორგი პატარიძემ თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა – მანამდე პროკურატურამ მისი უფლებამოსილების შეჩერების რეკომენდაცია გასცა
ზაზა ბიბილაშვილი: „ქართული ოცნების“ სარჩელის დაკმაყოფილება 2008 წელს რუსეთის სამხედრო აგრესიის ლეგიტიმაციას ნიშნავს
პროკურატურა პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორისთვის უფლებამოსილების შეჩერებას ითხოვს – გიორგი პატარიძის საკითხზე იუსტიციის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართეს
მიხეილ სააკაშვილი: ბათუმიდან წამოვა ტალღა, რომელიც თბილისში ამ რეჟიმს წალეკავს – ქვეყანა სრული გაპარტახებისკენ მიდის
გოგნის ქარის ელექტროსადგური – როგორ შეიძლება ერთმა ინვესტიციამ რამდენიმე სოფლის ეკონომიკა შეცვალოს

ირაკლი კობახიძე - გვარამია, მელია, ხაზარაძე არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობა“

ნახვები: 503 ირაკლი კობახიძე - გვარამია, მელია, ხაზარაძე არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობა“

გვარამია, მელია, ხაზარაძე არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, როგორი ბნელი წარსულიც ჰქონდათ, ასეთი ბნელი იქნება მათი მომავალიც, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

კობახიძის თქმით, მათი პოლიტიკური მომავალი იქნება ბნელი და მძიმე.

„გვარამია, მელია, მათი პოლიტიკური მომავალი იქნება ზუსტად ისეთივე, როგორიც იყო მათი პოლიტიკური წარსული, ანუ ბნელი და მძიმე. ასეთი იყო გვარამიას, მელიას, ხაზარაძის პოლიტიკური წარსული. თქვენ გახსოვთ, რეებს აკეთებდნენ ეს ადამიანები 2012 წლამდე. მაგალითად, მელიაზე მახსენდება მის მიერ „ქართუ ბანკის“ გაკოტრება. ეს არის კრიმინალი, რომელიც მან ჩაიდინა 2012 წლამდე. გვარამიაზე მახსენდება „იმედში“ შევარდნა, ამის გაპრავება, მედიის თავისუფლების შეზღუდვა, ადამიანების უფლებების ხელყოფა, ადეიშვილის მოადგილეობა. ეს არის ის სიბნელე, რომელსაც ვერ დავაბრუნებთ და პირველ რიგში, ქართული საზოგადოება არ დააბრუნებს. ხაზარაძეზე მახსენდება ბიზნესის რეკეტში მონაწილეობა, „ელიტ ელექტრონიკსის“ საქმე, მაგნატის საქმე და ასე შემდეგ. ეს რეკეტი და სიბნელე საქართველოში არ დაბრუნდება, ხალხი არ დააბრუნებს.

ხაზრაძე იყო ბიზნესმენი და იძლეოდა დაპირებას, რომ შემოიყვანდა ინვესტორებს საქართველოში, თუმცა ესეც ვერ მოახერხა. მას ანაკლია ბარდებოდა როგორც ბიზნესმენს. ის იყო კერძო ბიზნესმენი, მას ჩაბარდა ეს პროექტი, თუმცა ვერცერთი ინვესტორი ვერ დააინტერესა ანაკლიის პროექტით. მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუციაშიც კი შევიტანეთ ჩანაწერი ანაკლიის პროექტთან დაკავშირებით, ვერც ერთი ინვესტორი ვერ შემოიყვანა. გვარამია, მელია, ხაზარაძე, ეს ხომ ერთი ჯგუფია. ეს არის კოლექტიური „ნაცმოძრაობა“. როგორი ბნელი წარსულიც ჰქონდათ ამ ადამიანებს, ასეთი ბნელი იქნება მათი მომავალიც“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა