უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის ექვსთვიანი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა

ნახვები: 563 აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის ექვსთვიანი საქმიანობის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტის ვებგვერდზე ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის, Cornerstone Government Affairs-ის გასული ექვსი თვის განმავლობაში (სექტემბერი 2023-თებერვალი 2024) განხორციელებული საქმიანობის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება.

„კორნერსტოუნის“ ჯგუფმა ტელეკომპანია „ფორმულასთან“ კონტრაქტი 2023 წლის მაისში გააფორმა. დოკუმენტში ჩამოთვლილია ის პირები, რომლებთანაც „კორნერსტოუნის“ ჯგუფის წარმომადგენლები შეხვედრების ორგანიზებას ცდილობდნენ. მათ შორის არიან აშშ-ის სენატისა და კონგრესის წევრების თანამშრომლები, მრჩევლები, ასისტენტები, სხვადასხვა კვლევითი და ანალიტიკური ცენტრების წარმომადგენლები. ამ შეხვედრების გამართვისა თუ გაგზავნილი ელექტრონული წერილების მიზნად ძირითადად დასახელებულია „საქართველოს შესახებ განახლებული ინფორმაციის მიწოდება სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებით“ და „განახლებული ინფორმაციის მიწოდება საქართველოსა და აშშ-ის ურთირთობების შესახებ“.

ჩამონათვალიდან ირკვევა, რომ „კორნერსტოუნის“ ლობისტებს კომუნიკაცია ჰქონდათ ისეთი ანალიტიკური ცენტრების თანამშრომლებთან, როგორებიცაა ჯეიმსთაუნის ფონდი, ბრუკინგსი, ჰადსონის ინსტიტუტი, მაკკეინის ინსტიტუტი, ჰერითიჯის ფონდი და ა.შ. აღნიშნული ანგარიშის მიხედვით, ლობისტების ბოლო აქტივობა 2024 წლის იანვარში ფიქსირდება, რომელიც საქართველოში მაკკეინის ინსტიტუტის საქმიანობას უკავშირდება.

ამავე დოკუმენტების მიხედვით, ტელეკომპანია „ფორმულამ“ ამერიკულ ლობისტურ კომპანიას მაის-აგვისტოში განხორციელებულ მომსახურებაში 110 000 დოლარი გადაუხადა.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა