შვიდი ამერიკელი სენატორი ტრამპის გადაწყვეტილებას ეწინააღმდეგება — „აშშ-მა პუტინს ფინანსური დახმარება არ უნდა გაუწიოს“
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს ლუქსემბურგში საქართველოს საკითხსაც განიხილავენ
პოლონეთში დააკავეს პირი, რომელიც პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკსა და თავდაცვის მინისტრზე თავდასხმის დაგეგმვაშია ეჭვმიტანილი
ენდი ბერნემი: რუსეთი „ბრექსითის“ რეფერენდუმში ჩაერია და გერმანიასა და საფრანგეთშიც ცდილობს პოლიტიკურ პროცესებზე გავლენის მოხდენას
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი: რუსეთმა „ენერგეტიკული ზავი“ გამოცხადებისთანავე დაარღვია
ურსულა ფონ დერ ლაიენი ზელენსკის სრულ მხარდაჭერას უცხადებს - ევროკავშირი უკრაინას დრონებისა და რაკეტებისთვის დამატებით დაფინანსებას გამოუყოფს
რუსეთი საქართველოსგან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან ძალის გამოუყენებლობის გარანტიებს და ე.წ. სახელმწიფო საზღვრების დადგენას მოითხოვს
კოტე კემულარია: რუსეთი ქართული ღვინისა და სასმელების იმპორტის შეზღუდვით „ქართული ოცნებისგან“ მეტ დათმობას მოითხოვს

ოდესაში რუსების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ნახვები: 558 ოდესაში რუსების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ოდესაზე რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ცხრამდე გაიზარდა. ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

დაღუპულებს შორის ორი ბავშვია - ერთ-ერთი მათგანი 3-დან 5 წლამდე ასაკის, მეორე კი 3 თვის, რომელიც მაშველებმა ნანგრევებიდან დედის ცხედართან ერთად ამოიყვანეს.

ამასთან, მედიის ინფორმაციით, შვიდ დაშავებულს შორის 3 წლის ბავშვია.

ოდესასა და ოდესის ოლქში კვირა, 3 მარტი გლოვის დღედ გამოცხადდა.

შეგახსენებთ, გუშინ რუსებმა უკრაინას Shahed-131/136 ტიპის 8 დრონით შეუტიეს, 7 მათგანი უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს, ერთი კი - 9-სართულიან საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა