თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces

რობინ დანიგანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა მემორანდუმს არაფერი აქვს საერთო საქართველოსთან

ნახვები: 564 რობინ დანიგანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა მემორანდუმს არაფერი აქვს საერთო საქართველოსთან

გაკვირვებული ვარ იმ ყურადღებით, რომელიც საქართველოში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა მემორანდუმმა გამოიწვია, – ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა.

აშშ-ის ელჩს კითხვა დაუსვეს სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა ანგარიშზე, სადაც ენტონი ბლინკენი მოუწოდებს თანამშრომლებს, საუბრისას შეძლებისდაგვარად მოერიდონ ისეთ გამოთქმებს, როგორებიც არის „მამა“, „დედა“, „ქალიშვილი“, „ვაჟი“, „ცოლი“, „ქმარი“.

როგორც ელჩმა აღნიშნა, ეს მემორანდუმი ეხმარება უწყების თანამშრომლებს, რომელთაც სურთ, იყვნენ უფრო მეტად ინკლუზიურები სამუშაო ადგილზე.

„აღვნიშნავ, რომ ამას არაფერი აქვს საერთო საქართველოსთან. ეს ის არ არის, რასაც საქართველოში გამოვაქვეყნებთ. რაც შეეხება ენას, ქართულ ენას ასევე არ აქვს გენდერული სხვაობა ნაცვალსახელში, რაც ვფიქრობ, საინტერესოა. მე ამაყი დედა, ცოლი, და ვარ ჩემი შვილებისა და მშობლებისთვის. ვფიქრობ, ყველა უნდა მივისწრაფოდეთ, ვისარგებლოთ ენით, რომელიც პატივს სცემს სხვებს“, – განაცხადა დანიგანმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა