რომან გოცირიძე - რა მოხდა ამერიკაში? რატომ დამარცხდნენ რესპუბლიკელები, როგორ ახსნა მარცხი ტრამპმა და სად არის სიმართლე?
მარტა კოსი: ევროკავშირში არ არსებობს საკმარისი მხარდაჭერა ივანიშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის სანქცირებისთვის
ევროკომისია: საქართველომ უვიზო მიმოსვლის შესანარჩუნებლად გაცემული რეკომენდაციები თითქმის სრულად უგულებელყო – ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა
პაველ ჰერჩინსკი: საქართველოს კანდიდატის სტატუსის მხოლოდ სახელი შერჩა – მმართველი პარტია ევროკავშირისკენ მიმავალ გზას ძირს უთხრის
კაია კალასი: საქართველოს ხელისუფლება ევროკავშირთან დაპირისპირების გზაზე დგას – იანვარში შესაძლო რეაგირებაზე ვიმსჯელებთ
მარტა კოსი: საქართველოში დემოკრატია მკვეთრად უკუსვლას განიცდის, კანონის უზენაესობა სწრაფად ირღვევა – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია
ევროკომისია: საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება რეპრესიულ გარემოში საქმიანობს, ძალაუფლების კონცენტრაცია კი გრძელდება
ევროკომისია: საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობა კვლავ გაუარესდა – ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მცდელობა დემოკრატიის საფუძვლებს საფრთხეს უქმნის

ვუარვყოფ კონფლიქტის არსებობას-ეკატერინე ტიკარაძე

ნახვები: 466 ვუარვყოფ კონფლიქტის არსებობას-ეკატერინე ტიკარაძე


„ვინ იქნება ჩემი შემცვლელი - ამასთან დაკავშირებით არ მაქვს ინფორმაცია და როგორც არაერთხელ ვთქვი, ბატონი პრემიერი გააკეთებს განცხადებას ამასთან დაკავშირებით. აზარაშვილის კანდიდატურა განიხილება თუ არა, არ ვიცი და ვერც უარვყოფ და ვერც დავადასტურებ", - განაცხადა ჯანდაცვის ყოფილმა მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ.

ტიკარაძე ამბობს, რომ აქტიურად იქნება ჩართული ჯანდაცვის სფეროში.

„არ მაქვს გეგმაში, გავასაჯაროვო, სად ვიქნები. იმ დროს, როცა ეს საჭირო გახდება, რა თქმა უნდა, მოგახსენებთ. არც ერთ ეტაპზე, არც მინისტრობის და არც წინა პერიოდში, მე პასუხისმგებლობიდან თავი არ ამიცილებია, ეს გამოჩნდება იანვარშიც, რადგან აქტიურად ვიქნები ჩართული ჯანდაცვის სფეროში. ეს არის ჩემი პროფესია და მიზანი, რომ საქართველოში თითოეულ მოქალაქეს ჰქონდეს ეფექტური, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა. ამ მიმართულებით აუცილებლად გავაგრძელებ მუშაობას. ასევე, მე არაერთხელ უარვყავი კონფლიქტის არსებობის შესახებ და დღეს კიდევ ერთხელ უარვყოფ. ასპარეზი დავუთმე მეტად უფრო ენერგიულ კანდიდატს", - განაცხადა ტიკარაძემ.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა