უახლოეს დღეებში აზერბაიჯანისა და სომხეთის დელეგაციების შეხვედრა გაიმართება. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა განაცხადა.
ჯეიჰუნ ბაირამოვის თქმით, შეხვედრა სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების მიზნით გაიმართება.
„აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს შორის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე შეხვედრის შემდეგ მიღებული იქნა გადაწყვეტილება პროცესის განახლების შესახებ. სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკების გამართვის მიზნით, უახლოეს დღეებში სომხეთის დელეგაციასთან შეხვედრა იგეგმება“, – აღნიშნა აზერბაიჯანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
გოჩა მირცხულავა: ოპოზიციიდან ზოგმა ივანიშვილთან პირდაპირ ითანამშრომლა, ზოგმა კი თავისი სასარგებლო იდ
გოჩა მირცხულავა - „ქართული ოცნების“ მცდელობები, მოჩვენებითად თუ საქმით დაანახონ დასავლეთს, რომ „ჩვენ