უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

მედია - რუსეთის ციხიდან უკრაინელი მღვდელი გაათავისუფლეს, რომლის დეპორტაცია საქართველოში განხორციელდა

ნახვები: 561 მედია - რუსეთის ციხიდან უკრაინელი მღვდელი გაათავისუფლეს, რომლის დეპორტაცია საქართველოში განხორციელდა

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დონეცკის ეპარქიის მოძღვარი, მარიუპოლის მახლობლად მდებარე სოფელ კამენკას ამაღლების ეკლესიის წინამძღვარი, არქიმანდრიტი ქრისტეფორე (ხრიმლი) უკანონო პატიმრობიდან გაათავისუფლეს და რუსეთის ფედერაციის ტერიტორიიდან დეპორტაცია საქართველოში გაუკეთეს, - ინფორმაციას გამმოცემა Україна Православна ავრცელებს.

ინფორმაცია გამოცემასთან საუბარში დონეცკისა და მარიუპოლის მიტროპოლიტმა სერგიუსმა დაადასტურა.

„შემატყობინეს, რომ მან უკვე გადაკვეთა საქართველოს საზღვარი. მადლობა უფალს და მადლობა უკრაინის ადამიანის უფლებათა კომისარს, ბატონ ლუბინეცს - ეს მისი მუშაობის წყალობით მოხდა“, - აღნიშნა მიტროპოლიტმა.

უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელი 2023 წლის სექტემბერში დააკავეს და „უკრაინის მთავრობისა და შეიარაღებული ჯგუფების მხარდაჭერაში და ასევე ეროვნულ და რელიგიურ ნიადაგზე სიძულვილისა და მტრობის გაღვივებაში“ დაადანაშაულეს. მოგვიანებით ის რუსეთის ფედერაციის როსტოვის ოლქში გადაიყვანეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა