მიხეილ სააკაშვილი - როგორ უნდა გაიმარჯვოს ოპოზიციამ, რომელიც ბიზნესპროექტია? „ლელო“ არის ბადრის და მამუკას ბიზნესპროექტი, „ახალი“ თავიდანვე შედგა, როგორც ძმები გილაურების პროექტი
გოჩა მირცხულავა: მოკალი ქრისტე - როდესაც ვიცით, რას ვიქმთ ანუ ქართული პოლიტიკისა და საზოგადოების სულიერი კრიზისი
კირ სტარმერი მეფე ჩარლზ III-ეს ესაუბრა და გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება აცნობა.
მოსახლეობის 96.1% საქართველოს მოქალაქეა - თბილისში 1 331 მლნ ადამიანი ცხოვრობს, რაც მოსახლეობის 34%-ს შეადგენს და 2014 წლის მონაცემებთან შედარებით 20%-ით მეტია - 54%-ით გაიზარდა მოსახლეობის რიცხოვნობა ბათუმში
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულებს: ზურაბ ჭავჭანიძეს, ვლადიმერ გველესიანს, ამირან დოლიშვილს, ანტონ ვარდანიძეს, ალექსანდრე ჩილაჩავას, გენადი კუპრეიშვილს, სულხან ტუღუშსა და რამაზ მამულაძეს 5-5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
გოჩა მირცხულავა - ლევან ხაბეიშვილის „ეროვნული თანხმობის 5+1 პუნქტი“ - რატომ და ვისთვის?
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის ხარისხის და მასშტაბის მიხედვით ჯარიმების დიფერენცირება მოხდება - შს მინისტრის მოადგილე
თინა ბოკუჩავა - მე წინააღმდეგი ვიყავი ალიანსში შესვლის, პრეზიდენტი სააკაშვილი კი თვლიდა, რომ ენმ გახდებოდა თავდასხმის ობიექტი, მას პირადად დაბრალდებოდა ერთობის ჩაშლა

ნათია თურნავამ ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის სამუშაო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

21.02.2024 ნახვები: 536

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ნათია თურნავამ მონაწილეობა მიიღო ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის (CAREC) სამუშაო შეხვედრაში, რომლის მიზანიც CAREC-ის ქვეყნებს შორის ფინტექ სფეროში თანამშრომლობის იდეების განხილვაა.

ღონისძიება მისასალმებელი სიტყვით გახსნა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა. სამუშაო შეხვედრას, რომელიც ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება, ასევე ესწრებოდნენ ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამის ქვეყნების წარმომადგენლები, აზიის განვითარების ბანკის ხელმძღვანელი პირები და საფინანსო-საბანკო სექტორის სხვა წარმომადგენლები.

როგორც ნათია თურნავამ განაცხადა, აღნიშნული ღონისძიების საქართველოში ჩატარება საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის არსებული მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობის ნათელი დადასტურებაა და წარმოაჩენს ფინტექის მნიშვნელობას რეგიონული თანამშრომლობისთვის.

„საქართველომ ისტორიულად მნიშვნელოვანი როლი ითამაშა აღმოსავლეთისა და დასავლეთის დაკავშირების საქმეში; სავაჭრო ურთიერთობების მეშვეობით ჩვენი ქვეყანა ხელს უწყობდა ცოდნის გავრცელებას, კულტურული, ეკონომიკური და ტექნოლოგიური კავშირების გაღრმავებას. დღეს საქართველო კვლავაც შუა დერეფანში ვაჭრობის, ენერგეტიკის, ციფრული, სატრანსპორტო, ფინანსური და ლოგისტიკური მომსახურების ერთგვარ ღერძად გვევლინება. ამ ფუნქციის შესანარჩუნებლად საქართველო მუშაობს საგადახდო ინფრასტრუქტურის, მარეგულირებელი ჩარჩოს და საბანკო კანონმდებლობის ევროკავშირის სისტემებთან შესაბამისობაზე. ამავდროულად, ვაგრძელებთ ფინტექ სექტორის მუდმივ გაძლიერებას და ფინანსურ სფეროში რეგიონული თანამშრომლობის შესაძლებლობების შესწავლას, რითიც მტკიცედ მივყვებით CAREC-ის პროგრამის ამოცანების შესრულების გზას“, – აღნიშნა ნათია თურნავამ სიტყვით გამოსვლისას.

სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, CAREC-ის ქვეყნებში ფინტექის განვითარება საყოველთაო სიკეთის მომტანია და მისი ხელშეწყობა საერთო ამოცანაა.

„ფინტექ სფეროს მარეგულირებლებსა და დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობამ და ფინანსური სისტემების გაძლიერებულმა ინტეგრაციამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეუწყოს ხელი რეგიონული საგადახდო და საანგარიშსწორებო სისტემების ურთიერთდაკავშირებას, რაც შემდგომში დიდად დაეხმარება ვაჭრობას და გლობალურ ფინანსურ მთლიანობას“, – განაცხადა სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა.

ნათია თურნავას განმარტებითვე, ბოლო წლებში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა თვალსაჩინო ნაბიჯები გადადგა და რეგიონში მოწინავე ტექნოლოგიებისა და ძლიერი ფინანსური სისტემის მქონე წამყვან ინსტიტუტად იქცა.

ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა