„კურიერის“ ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ დაკავებული პირი გიორგი უძილაურია
სუს-ის ინფორმაციით, ჯაშუშობის ბრალდებით ერთ-ერთ სახელმწიფო უწყებაში, მაღალ თანამდებობაზე დასაქმებული საჯარო მოხელე დააკავეს
ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში შეხვედრებზე - პოლიტიკის დაუწერელი კანონია, რომ მტერსაც და მოყვარესაც ესაუბრო
Air Defense Forces shoot down one ballistic missile and 149 Russian drones
War update: 149 combat clashes over past day, with heaviest fighting in Huliaipole and Pokrovsk directions
Russia loses 970 troops, four air defense systems in war against Ukraine over past day
Russian strike coordinator disguised as older man detained in Zaporizhzhia
Svyrydenko: 25 companies join Ukraine's private air defense initiative

მემარჯვენეთა აღზევება საქართველოში - BBC-ის ვრცელი სიუჟეტი „ალტ-ინფოსა“ და 5 ივლისის მოვლენებზე

24.12.2021 ნახვები: 675

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის „ბი-ბი-სი“-(BBC) ვებ-გვერდზე დღეს, 24 დეკემბერს გამოქვეყნდა ვიდეოსიუჟეტი (ფაქტიურად, დოკუმენტური ფილმი) საქართველოს შესახებ, რომელშიც გაშუქებულია როგორც „ლგბტ-საზოგადოების“ მდგომარეობა და მის მიმართ ხელისუფლების პოზიცია, ასევე, „ალტ-ინფოს“ ჯგუფთან დაკავშირებული სიტუაცია.

„საქართველო: მემარჯვენეთა აღზევება“ - ამ სახელწოდებით გამოქვეყნებული ვიდეოსიუჟეტის ავტორი „ბი-ბი-სი“-ს თბილისელი კორესპონდენტი რეიჰან დემიტრიa, პროდიუსერი - უილ ვერნონი, რედაქტორი - მეთიუ გოდარდი.

„საქართველოს მთავრობა დასავლეთის კრიტიკის ქვეშ მოექცა „დემოკრატიიდან უკანდახევის“ და [სექსუალური] უმცირესობის დაცვის საკითხში გამოვლენილი უუნარობის გამო მას შემდეგ, რაც რადიკალურად განწყობილი მოქალაქეების ჯგუფი თავს დაესხა „თბილისის-პრაიდის აქტივისტებს მიმდინარე წლის ზაფხულში.

სამწუხაროდ, ძალადობის არცერთი მონაწილე და ორგანიზატორი არ დასჯილა. საქართველოს მთავრობა დღეს ისევ აცხადებს, რომ ქვეყანა პროდასავლური გზით მიდის. ხელისუფლება ასევე, ხაზს უსვამს, რომ საქართველო გამოსულია რუსეთის გავლენის სფეროდან და გმობს რუსეთის განცხადებას იმის შესახებ, რომ ქვეყნის მიღება ნატოს წევრად მოსკოვისათვის ნიშნავს „წითელი ხაზის“ დარღვევას. საქართველო რუსეთის მოთხოვნებს „მიუღებლად თვლის. 

საქართველო დიდი ხნის განმავლობაში საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში იყო, 1991 წელს კი დამოუკიდებელი სახელმწიფო გახდა. 2003 წელს მომხდარი ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ შედეგად, ქვეყნის ხელისუფლებაში პროდასავლური პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოვიდა“, - ნათქვამია პუბლიკაციაში, რომელიც ვიდეოსიუჟეტს ერთვის.

გთავაზობთ ვიდეოსიუჟეტის მოკლე მიმოხილვას

„ბი-ბი-სი“-ს კორესპონდენტი რეიჰან დემიტრი იმყოფება „თბილისი-პრაიდის“ ოფისში დსა ესაუბრება „პრაიდის“ აქტივისტი ანა სუბელიანი, ისინი იმ აივანზე იმყოფებიან, საიდანაც 5 ივლისს „ლგბტ“-ის დროშის ჩამოგდების ცნობილი კადრებია ასახული. რეიჰან დემიტრი დადის რუსთაველის გამზირზე და მაყურებელს ახსენებს, რომ სწორედ აქ მოხდა დაპირისპირება „ლგბტ-საზოგადოების“ აქტივისტებსა და მათ მოწინააღმდეგეებს შორის (ნაჩვენებია შეტაკების და ჟურნალისტების მიმართ გამოვლენილი ძალადობის ამსახველი კადრები).

რეიჰან დემიტრი იხსენებს ლექსო ლაშქარავას დაღუპვის ფაქტს და ესაუბრება მის ყოფილ ცოლს ირინა ლომსაძეს, რომელიც გარდაცვლილ ქმარს ძალიან დადებითად ახასიათებს, ოჯახისა და შვილების მოყვარულ ადამიანად. „იგი ნარკომანი არ ყოფილა და 5 ივლისს მიღებული სხეულის დაზიანებით გარდაიცვალა“, - ამბობს ირინა ლომსაძე.

„ბი-ბი-სი“-ს ჟურნალისტი თავის რეპორტაჟში საკმაო დროს უთმობს „ალტ- ინფოს“ ჯგუფს, მის სატელევიზიო გამოსვლებს, ესაუბრება ჯგუფის დამაარსებელს და ლიდერს გიორგი მახარაძეს. ამასთან, ვიდეოსიუჟეტში ნაჩვენებია კადრები, რომლებშიც ამ მოძრაობის აქტივისტები მოსახლეობას ძალადობისაკენ მოუწოდებენ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა