თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces

ვლადიმერ პუტინი - რუსეთი უკრაინაში წინსვლას გააგრძელებს

ნახვები: 564 ვლადიმერ პუტინი - რუსეთი უკრაინაში წინსვლას გააგრძელებს

ავდეევკას ქაოსური დაცემის შემდეგ, რუსეთი უკრაინაში წინსვლას გააგრძელებს, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

პუტინის თქმით, მას შემდეგ, რაც უკრაინული ჯარები იძულებულნი გახდნენ, ავდეევკიდან გაქცეულიყვნენ, რუსეთი გააგრძელებს უკრაინაში წარმატებულ წინსვლას.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, ყველა დატყვევებულ უკრაინელ ჯარისკაცს უნდა წარედგინოს მათი უფლებები ტყვეების შესახებ საერთაშორისო კონვენციების შესაბამისად.

„რაც შეეხება საერთო ვითარებას ავდეევკაში, ეს არის აბსოლუტური წარმატება, გილოცავთ. მასზე დაფუძნებაა საჭირო, მაგრამ შემდგომი განვითარება კარგად უნდა იყოს მომზადებული, უნდა იყოს უზრუნველყოფილი პერსონალით, იარაღით, აღჭურვილობითა და საბრძოლო მასალებით. როგორც ჩანს, ეს თავისთავად გასაგებია, მაგრამ მაინც ვამახვილებ თქვენს ყურადღებას ამ საკითხზე“, – განაცხადა პუტინმა რუსეთის თავდაცვის მინისტრთან, სერგეი შოიგუსთან შეხვედრისას.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა