პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

ილია დარჩიაშვილი - პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში

ნახვები: 520 ილია დარჩიაშვილი - პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში

როგორც ევროკავშირის, ისე ნატო-ს მიმართულებით ჩვენ გვაქვს ძალიან ცალსახა საგარეო პრიორიტეტები, რომელიც არის ჩვენი კონსტიტუციური ნორმა, ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის პირველი ოფიციალური ვიზიტი ერთი მხრივ ევროინტეგრაციის მიმართულებაზეა ფოკუსირებული, ხოლო, მეორე მხრივ, ნატო-საქართველოს შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავებასა და გაძლიერებაზე, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში ჟურნალისტებს განუცხადა.

საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დღეს გამართავს შეხვედრას გამართავს ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან, მოგვიანებით კი, მთავრობის მეთაური მონაწილეობას მიიღებს ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაში.

„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გამართავს შეხვედრას ევროპარლამენტის პრეზიდენტთან, ქალბატონ რობერტა მეცოლასთან. დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრა ახალ იმპულსს მოიტანს ამ ურთიერთობებში. წლის განმავლობაში ჩვენ გვექნება შემდგომი თანამშრომლობა და სწორედ ამ შეხვედრით მოხდება კონკრეტული საკითხებისა თუ პრიორიტეტების იდენტიფიცირება შემდგომი თანამშრომლობის თვალსაზრისით. უკვე დღეს, მოგვიანებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიიღებს მონაწილეობას ნატო-საქართველოს კომისიის ფარგლებში, რომელიც, როგორც ჩვენმა მოქალაქეებმა იციან, ესეც არის ერთ-ერთი მთავარი მექანიზმი ნატო-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის. როგორც ევროკავშირის, ისე ნატო-ს მიმართულებით ჩვენ გვაქვს ძალიან ცალსახა საგარეო პრიორიტეტები, რომელიც არის ჩვენი კონსტიტუციური ნორმა, კონსტიტუციური რეგულაციით, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ პირველი ოფიციალური ვიზიტი პრემიერ-მინისტრის ერთი მხრივ ევროინტეგრაციის მიმართულებაზეა ფოკუსირებული, ხოლო, მეორე მხრივ, ნატო-საქართველოს შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავებასა და გაძლიერებაზე“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

ამასთან, ილია დარჩიაშვილმა ბრიუსელში გუშინ გამართული შეხვედრებიც შეაფასა, მათ შორის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭო სხდომა და აღნიშნა, გუშინდელი დღე იყო ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი.

„შედგა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტი ბელგიის დედაქალაქში. ჩვენ ძალიან ნაყოფიერი და მნიშვნელოვანი დღე გვქონდა გუშინ. როგორც ცნობილია, საქართველოს პრემიერ-მინისტრი პირველი ოფიციალური ვიზიტით ჩამობრძანდა ბრიუსელში. ერთი მხრივ გაიმართა შეხვედრები ევროკავშირის შესაბამის პირებთან, გაიმართა უმნიშვნელოვანესი პლატფორმის შეხვედრა – ეს არის საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭო რომელიც მთავარი მექანიზმია ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა