უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

ისრაელმა ბრაზილიის პრეზიდენტი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

ნახვები: 561 ისრაელმა ბრაზილიის პრეზიდენტი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა

ღაზაში მიმდინარე საომარი მოქმედებების ჰოლოკოსტთან შედარების გამო, ისრაელმა ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროში ბრაზილიის ელჩიც დაიბარეს. საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაელ კაცმა, რომლის მშობლები ჰოლოკოსტს გადაურჩნენ, ბრაზილიელი დიპლომატი ფედერიკო მაიერი ჰოლოკოსტის მსხვერპლთა მემორიალთან, „იად ვაშემთან“ მიიყვანა, სადაც ჰოლოკოსტის დროს დაღუპული თავისი ბებიისა და ბაბუის სახელები აჩვენა. მედიის თანდასწრებით მინისტრმა ელჩს უთხრა, რომ ლულა ისრაელში სასურველი სტუმარი არ არის.

„ჩვენ არ დავივიწყებთ და არ ვაპატიებთ. ეს არის სერიოზული ანტისემიტური თავდასხმა. ჩემი და ისრაელის მოქალაქეთა სახელით, გადაეცით პრეზიდენტ ლულას, რომ ისრაელში პერსონა ნონ გრატაა, ვიდრე თავის სიტყვებს უკან არ წაიღებს“, – განაცხადა ისაელ კაცმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა