თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia
Serviceman recruited by Russia while AWOL detained for directing strikes on Ukrainian forces

ლევან ხაბეიშვილი - სალომე ზურაბიშვილს რაიმე ევროპული ღირებულება თუ აქვს, შეუძლია, სააკაშვილი გაათავისუფ

ნახვები: 564 ლევან ხაბეიშვილი - სალომე ზურაბიშვილს რაიმე ევროპული ღირებულება თუ აქვს, შეუძლია, სააკაშვილი გაათავისუფ

ვნახეთ, მიუნხენის კონფერენციაზე პრეზიდენტ ზურაბიშვილს საჯაროდ, ღიად როგორ მოსთხოვეს სააკაშვილის გათავისუფლება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა.

აღნიშნულით ლევან ხაბეიშვილი გამოეხმაურა პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებას, რომელმაც მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში გამართულ გუშინდელ პანელურ დისკუსიაზე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მიმართა და აღნიშნა: „ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია, სააკაშვილს სამართლიანად ეპყრობოდნენ და შესაძლოა, თქვენ შეძლოთ, წვლილი შეიტანოთ მის გათავისუფლებაში“.

ლევან ხაბეიშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილს თუ აქვს რაიმე ევროპული ღირებულება და მიიჩნევს, რომ დადებითი როლი უნდა შეასრულოს საქართველოს ევროპული მომავლისთვის, შეუძლია, სააკაშვილი გაათავისუფლოს.

„ხედავთ მსოფლიოში დასავლეთის ლიდერებს, მოგისმენიათ იგივე მაკრონის განცხადება, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს, მოგისმენიათ ზელენსკის განცხადება, გინახავთ და წაგიკითხავთ პრეზიდენტ სააკაშვილისთვის ჯონსონის მილოცვა, როცა დაბადების დღეს ულოცავდა. ასევე ნახეთ, მიუნხენის კონფერენციაზე პრეზიდენტ ზურაბიშვილს საჯაროდ, ღიად როგორ მოსთხოვეს პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლება. ამიტომ უმნიშვნელოვანესია, თუ სალომეს აქვს რაიმე ევროპული ღირებულება და მიიჩნევს, რომ დადებითი როლი უნდა შეასრულოს საქართველოს ევროპული მომავლისთვის, მას შეუძლია, პრეზიდენტი სააკაშვილი გაათავისუფლოს და აღადგინოს სტატუსკვო. აღადგინოს იმიტომ, რომ პრეზიდენტი სააკაშვილი აბსოლუტურად უსამართლოდ იხდის სასჯელს“, – განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

ამასთან, ხაბეიშვილის თქმით, 12 წლის განმავლობაში ივანიშვილის ხელისუფლებამ ხალხის პრობლემების მოგვარებაზე არ იზრუნა და მათი მთავარი საფიქრალი იქნება მოქალაქეებისთვის ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფა.

„ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება ქვეყანაში გაჭირვების დასრულება, იმ უპერსპექტივობის დასრულება, რაც 12 წლის განმავლობაში ივანიშვილის ხელისუფლებამ შექმნა. მას შეეძლო 12 წლის განმავლობაში, რომ ეს პრობლემები მოეგვარებინა, ასიათასობით ჩვენი თანამოქალაქე არ გარბოდეს ქვეყნიდან, ასიათასობით ჩვენი თანამოქალაქე სოციალურ დახმარებას არ ითხოვდეს და არ გარბოდეს ქვეყნიდან. ამ პრობლემების მოგვარება ივანიშვილს შეეძლო, ეს არ გააკეთა. ახლა გვაქვს შესაძლებლობა და ჩვენი მთავარი საფიქრალი სწორედ ჩვენი მოქალაქეებისთვის ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნა და ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფაა“, – აღნიშნა ლევან ხაბეიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა