უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

ენტონი ბლინკენი - ალექსეი ნავლანის სიკვდილი შეგვახსენებს პუტინის განსაკუთრებულ სისასტიკეს ნებისმიერის მიმართ

ნახვები: 562 ენტონი ბლინკენი - ალექსეი ნავლანის სიკვდილი შეგვახსენებს პუტინის განსაკუთრებულ სისასტიკეს ნებისმიერის მიმართ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ალექსეი ნავალნის სიკვდილი არის შეხსენება პუტინის განსაკუთრებული სისასტიკისა, რომელსაც ის იჩენს ნებისმიერის მიმართ, ვინც მას ეწინააღმდეგება, – ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე, სომხეთის პრემიერ-მინისტრთან გამართული შეხვედრისას გააკეთა.

„ძალიან მალე ჩვენ აღვნიშნავთ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ განხორციელებული აგრესიის ორი წლის თავს. ჩვენ არ გვჭირდება ამის შეხსენება, მაგრამ ნავლანის სიკვდილი არის შეხსენება პუტინისა და მისი მთავრობის განსაკუთრებული სისასტიკისა, რომელსაც ისინი იჩენენ რუსების მიმართ რუსეთში, ნებისმიერის მიმართ, ვინც მათ ეწინააღმდეგება“, – განაცხადა ბლინკენმა.

ბლინკენისა და ფაშინიანის შეხვედრა იმ პერიოდში იმართება, როდესაც აზერბაიჯანისა და სომხეთის საზღვარზე ვითარება დაძაბულია. სომხეთის მთავრობის ინფორმაციით, 13 თებერვალს აზერბაიჯანის მიერ გახსნილი ცეცხლის შედეგად ოთხი სომეხი ჯარისკაცი დაიღუპა და ერთი დაიჭრა.

თავის მხრივ, ბაქოში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანელმა სამხედროებმა მას შემდეგ გაისროლეს, რაც 12 თებერვალს სომხეთის ჯარისკაცებმა ცეცხლი მათ პოზიციებს გაუხსნეს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრაზე ნიკოლ ფაშინიანმა ამ ინციდენტზე გაამახვილა ყურადღება. თავის მხრივ, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ მიესალმება სომხეთის ერთგულებას ღირსეული და გრძელვადიანი მშვიდობისადმი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა