კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

ლევან ბეჟაშვილი - ჩვენი მიზანია, 9-პუნქტიანი გეგმის ყველა საკითხზე მოსაზრებები წარვადგინოთ და უმრავლესობა ვაიძულოთ ეს საკითხები განიხილონ

ნახვები: 575 ლევან ბეჟაშვილი - ჩვენი მიზანია, 9-პუნქტიანი გეგმის ყველა საკითხზე მოსაზრებები წარვადგინოთ და უმრავლესობა ვაიძულოთ ეს საკითხები განიხილონ

ჩვენი მთავარი მიზანია, რომ 9-პუნქტიანი გეგმის ყველა საკითხზე წარვადგინოთ ჩვენი მოსაზრებები და ვაიძულოთ უმრავლესობა, ეს საკითხები განიხილონ - ევროკავშირში გაწევრიანება მოსახლეობის პრობლემების გადაწყვეტის მთავარი გასაღებია, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ბეჟაშვილმა პარლამენტში, ევროკავშირის 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებული სამუშაო შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

თუმცა, როგორც მან აღნიშნა, არ აქვს მოლოდინი, რომ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელსაც ევროკავშირის რეკომენდაციები ითვალისწინებს, შეთანხმებას მიაღწევენ.

„არ გვაქვს ობიექტური მოლოდინი, რომ ის საკითხები, რომელიც მოსახლეობას აწუხებს: ეკონომიკა, სიღარიბე, უმუშევრობა, ემიგრაცია უახლოეს პერიოდში გადაწყდება და პოლიტიკოსები შეძლებენ მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევას. სწორედ ევროკავშირში გაწევრიანება არის ამ პრობლემების გადაწყვეტის მთავარი გასაღები. მოლოდინი, რომ ამ პროცესს ობიექტურად წარმართავს და ოპერატიულ რეჟიმში განახორციელებს „ქართული ოცნება", არ გვაქვს. თუმცა, ჩვენი მთავარი მიზანია, რომ 9 პუნქტიანი გეგმის ყველა საკითხზე წარვუდგინოთ ჩვენი მოსაზრებები და ვაიძულოთ ეს საკითხები განიხილონ“, - განაცხადა ბეჟაშვილმა.

ევროკავშირის მიერ განსაზღვრულ 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, პარლამენტში რიგით მეორე შეხვედრა იმართება. დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე 3 საკითხს განიხილავენ, კერძოდ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურთან და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან, ანტიკორუფციულ ბიუროსთან და საერთო სასამართლოებთან დაკავშირებულ ცვლილებებს. შეხვედრას ესწრებიან პარლამენტის თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის წარმომადგენლები. არასამთავრობო სექტორიდან კი მასში მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობენ. საპარლამენტო ოპოზიციიდან შეხვედრას არ ესწრებიან "ლელოს"დეპუტატები, მათი შეფასებით, ეს პროცესი იმიტაციაა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა