უკრაინამ რუსეთის ტერიტორიაზე სარაკეტო წარმოებასთან დაკავშირებულ სამ ობიექტზე დარტყმები განახორციელა
თენგიზ აბლოთია: სანამ ქუჩისა და სუფრის აკადემიები იარსებებს, საქართველოში სხვა აკადემია ვერ გაიხარებს
ლელა ჯეჯელავა: კობახიძის მმართველობამ ივანიშვილს დასავლეთისგან სრული იზოლაცია მოუტანა
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 12 ოქტომბერს საქართველოს საკითხს განიხილავენ
ირაკლი კობახიძე: დაახლოებით ორი წლის განმავლობაში კორუფციულმა პრობლემებმა სისტემური ხასიათი მიიღო, დღეს კი კორუფცია პრინციპულად აღმოფხვრილია
Ukraine reports 211 frontline clashes in past 24 hours, with Pokrovsk and Huliaipole sectors seeing heaviest fighting
MoD: Thousands of service members return from AWOL under simplified procedure
Ukraine returns 2,665 children taken by Russia

ლევან დავითაშვილი - საზოგადოებას ექნება სრული ინფორმაცია მთავრობის გადაწყვეტილების, განკარგულებებისა და დადგენილების შესახებ

ნახვები: 561 ლევან დავითაშვილი - საზოგადოებას ექნება სრული ინფორმაცია მთავრობის გადაწყვეტილების, განკარგულებებისა და დადგენილების შესახებ

არავის არაფერი არ უფორმდება ხოლმე, უბრალოდ, მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო ქონების განკარგვის ან განკარგვაში ცვლილებების შეტანის შესახებ,- ამის შესახებ პირველმა ვიცე - პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა, როდესაც უპასუხა ჟურნალისტის შეკითხვას, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს, ასობით სახელმწიფო ქონების პრივატიზება მოხდა და ამ მიმართულებით ახლა, რა იცვლება და შეცვლის შემთხვევაში, იქნება თუ არა გადაწყვეტილება ცნობილი.

როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, ზოგადად ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება, თუმცა სახელმწიფო ქონების ნაწილში დასმულ შეკითხვას არ ეთანხმება.

„ის, რომ საზოგადოებისთვის ცნობილი იქნება მთავრობის გადაწყვეტილებების შესახებ ამას გიდასტურებთ, ეს იყო პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილება, თქვენ ამ ინფორმაციას მიიღებთ ხოლმე. მეორე ნაწილში არ დაგეთანხმებით, არავის არაფერი არ უფორმდება ხოლმე, უბრალოდ, მთავრობა იღებს გადაწყვეტილებას სახელმწიფო ქონების განკარგვის ან განკარგვაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომელიც გამომდინარეობს საზოგადოებრივი მაღალი ინტერესიდან და ქვეყნის ინტერესებიდან, ასე რომ ეს მომენტი, მოდი, დავაკონკრეტოთ. რაც შეეხება ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას, დიახ, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების შესაბამისად თქვენ ინფორმაცია სრულად გექნებათ“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გარდა ამისა, დავითაშვილმა უპასუხა კიდევ ერთ შეკითხვას, რომლის თანახმად, მთავრობის განკარგულებები, რომლებიც 2020 წლის შემდეგ არ ქვეყნდებოდა, ახლა უკვე თუ გამოქვეყნდება.

„განკარგულებებთან დაკავშირებით უკვე მოგახსენეთ, რომ ეს პრემიერ - მინისტრის გადაწყვეტილებაა და ეს ასეც იქნება, საზოგადოებას ექნება სრული ინფორმაცია მთავრობის გადაწყვეტილების, განკარგულებებისა და დადგენილების შესახებ", - განაცხადა დავითაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა