კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

ვიქტორ ორბანი დასავლეთსა და რუსეთს შორის უკრაინის ბუფერულ ზონად დატოვებაზე საუბრობს

ნახვები: 574 ვიქტორ ორბანი დასავლეთსა და რუსეთს შორის უკრაინის ბუფერულ ზონად დატოვებაზე საუბრობს

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, 2008 წელს შესაძლებელი იყო უკრაინისა და საქართველოს მიღება ევროკავშირსა და ნატო-ში, თუმცა ეს შანსი ხელიდან გაუშვეს. ორბანის თქმით, ამის შემდეგ რუსეთი გაძლიერდა და ახლა ამ პროცესს აღარ დაუშვებს.

„ჩვენ ვერ მოვახერხეთ უკრაინასა და საქართველოს გაწევრიანების მოლაპარაკებების წარმატებით დასრულება, რითაც დავკარგეთ უკრაინის, როგორც ევროკავშირისა და ნატო-ს მომავალი წევრის პერსპექტივა“,- განაცხადა ორბანმა.

ამასთან, ვიქტორ ორბანის განცხადებით, უკრაინა უნდა დარჩეს „ბუფერულ ზონად“ რუსეთსა და დასავლეთს შორის, რომელიც უზრუნველყოფილი იქნება უსაფრთხოების გარკვეული გარანტიებით, მაგრამ იქნება ევროკავშირის ან ნატო-ს წევრი.

„მოგწონთ თუ არა, უკრაინელებს მოსწონთ თუ არა, უკრაინა არის რუკაზე იქ, სადაც არის. საუკეთესო პერსპექტივაა, რომ ის იყოს ბუფერული ზონა რუსეთსა და დასავლეთს შორის – რა თქმა უნდა, უსაფრთხოების გარანტიებით. ეს არ დაეხმარებათ, უკრაინა დაკარგავს ტერიტორიებს. რუსეთი ისევ და ისევ გაანადგურებს უკრაინას. რუსეთი არასდროს შეეგუება მის საზღვრებზე ისეთ ევროკავშირისა და ნატო-ს წევრის გამოჩენას, როგორიც უკრაინაა“,- აღნიშნა ორბანმა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის მოსაზრებით, რუსეთ-უკრაინის ომი 2024 წელს არ დასრულდება და აუცილებელია, სულ მცირე, უზრუნველყოფილი იყოს ცეცხლის შეწყვეტა და სიტუაცია მივიდეს ფაზამდე , რომელშიც მოლაპარაკებები შეიძლება, წარიმართოს.

გარდა ამისა, ორბანი მიიჩნევს, რომ ევროპა უკრაინას საკმარისი იარაღით ვერ დაუჭერს მხარს, რადგან ევროპის ქვეყნების საზოგადოებებში „ასეთი დახმარება უკვე ზედმეტად მიაჩნიათ“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა