პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

მაინც შემრჩება გაზაფხულამდე ერთი ფოთოლი...

ნახვები: 1722 მაინც შემრჩება გაზაფხულამდე ერთი ფოთოლი...

როცა გულს მტკენენ ნეკერჩხლის მოხრილ ხეს ვემსგავსები. და, აი, სწორედ მაშინ, ჩემს ტოტებს შერჩენილი, უკანასკნელი ფოთლების ცვენას ვიწყებ.

ეს, ბებერი ნეკერჩხალი იმდენად ძლიერია, რომ ქარებს, რომლებიც ანაზდად დაატყდება და ცდილობს მიწიდან ფესვებიანად ამოგლიჯოს ადვილად უმკლავდება. ეს ბრძოლა, მას შემდეგ გრძელდება რაც ამოიყლორტა.. მაგრამ, როცა სტკივა, ბრძოლისა და წინააღმდეგობის გაწევის სურვილიც ეკარგება. ზოგჯერ იმდენად გაუსაძლისად სტკივა, რომ აქა-იქ შერჩენილი ფოთლების გადარჩენაზე ზრუნვის სურვილსაც კარგავს.

უკვე ნოემბრის ბოლო, სუსხიანი დღეებია შემოდგომის რიგებში, მის ტოტებზე უკანასკნელი ფოთლები ჰკიდია. ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ უპატრონა, ელოლიავა არც ერთ ნიავსა და ქარს არ დაუთმო. მიუხედავად ამისა, იმდენად სცივა, სტკივა და ცუდადაა ნეკერჩხალი, რომ ვერავინ წარმოიდგენს.

.... და მაინც უფრთხილდება იგი მის უკანასკნელ ფოთლებს.

გაზაფხულზე, როცა ყველაფერი მწვანეში იმოსება, ტყის მჭრელმა გამოიარა. ნეკერჩხალი აათვალიერ-ჩაათვალიერა, ირგვლივ შემოუარა და იქვე ცული, ნაჯახი და ხერხი დაალაგა. აქამდეც ბევრჯერ ენახა ნეკერჩხალს ტყის მჭრელნი, მაგრამ ყველა უარს ამბობდა მის მოჭრაზე, ჯერ კარგად შეათვალიერებდნენ, შემდეგ კი მიდიოდნენ და იკარგებოდნენ.

ახლა კი, ნეკერჩხალი მიხვდა, რომ ეს მისი ბოლო დღე იყო, ბოლო იმიტომ, რომ მას მოჭრიდნენ? ბოლო, იმიტომ რომ სრულდებოდა მისი მარტოობა... წამით არ უფიქრია, რომ მას ტყის მჭრელი პატარა ტოტსაც მოსტეხდა.

მეტყევემ კარგა ხანს უცქირა, ცული აიღო და უნდა მოექნია, მაგრამ ხელი გააშეშა და ცული გადააგდო... ნეკერჩხალს მთელი ტანით მიეკრა. ხე გათბა... სხეულში ჟრუანტელმა დაუარა და.... ყველა კვირტმა ერთდროულად იფეთქა! ასეთი მისტერია არასოდეს განუცდია, ასეთი სითბო მზისგანაც კი არ მიუღია ზაფხულის ყველაზე თაკარა დღეს.

მას შემდეგ ტყის მჭრელი მოულოდნელად გამოჩნდება ხოლმე. ნეკერჩხალიც მუდამ ელოდება მას. მივა, მოეხვევა ნეკერჩხლის ხეს, შემდეგ ძირში ჩამოუჯდება, ზურგით მიეყრდნობა, მიწიდან ამოტიტვლებულ მის ფესვებს მოუალერსებს დაკოჟრილ თითებს, როგორც ვნებით აღვსილი მამრი ამორძალი მდედრის მკერდ-წვივებს... ზის ასე საათობით და სითბოს უნაწილებენ ერთმანეთს.

ახლა, ნოემბრის სუსხიან დღეს, ნეკერჩხალს რამდენიმე ფოთოლი ჰკიდია. ამ ბოლო დროს კი, ტყის მჭრელი ყოველდღე დადის მასთან, გაგიკვირდებათ და ყოველდღე აქანებს ხეს იმის იმედად რომ ნეკერჩხალსა და მის უკანასკნელ ფოთლებს ერთმანეთს დააშორებს. მაგრამ არც ნეკერჩხლის ხე და არც ფოთლები წამითაც კი არ უშვებენ, რომ ერთმანეთი მიატოვონ.
დღესაც მოვიდა, ტყის მჭრელი მასთან, ისევ შეაქანა ხე, ფოთლები მაინც არ დასცვივდა ნეკერჩხალს, ნეკერჩხალი ჯიუტობს და არ ელევა საკუთარ პირმშოებს.

ნეკერჩხალს გული ისევ ეტკინა, ძალიან ატკინეს...

და, აჰა, ერთი ფოთოლი ისევ შემოდგომის სუსხიან ღამეში ჩაიკარგა.

ნეკერჩხალს კი ძალიან სტკივა...

მეც, როცა მტკენენ, ნეკერჩხლის მოხრილ ხეს ვემსგავსები და შერჩენილი უკანასკნელი ფოთლების ცვენას ვიწყებ.

ალბათ ერთ დღესაც მოჭრიან ნეკერჩხალს და ვერავინ ვერასდროს გაიგებს რა სტკიოდა, რა აწუხებდა...

ტყის მჭრელი კი კუნძზე მუდამ დაისვენებს, მისგან გამეტებულ სიცოცხლეს ნივთად გადააქცევს.

ახლა მას შიშველ სხეულზე გამხმარი, უკანასკნელი ფოთლები ჰკიდია. მათი დაკარგვის ძალიან ეშინია.

ფოთლებიც შეუპოვრად იბრძვიან, იბრძვიან რომ არ მიატოვონ ის.
ეს სითბო, გაზაფხულის შემდეგ რომ მოჰყვება, ნეკერჩხალს ძალას აძლევს, რომ უკანასკნელი ფოთლები შეირჩინოს, მაგრამ ტყის მჭრელის ამგვარი ქცევა თან უკვირს და თან ძალიან სტკენს გულს.

ძალიან სტკივა და სცივა. ტყის მჭრელსაც კი არ ესმის მისი და როცა გულისტკივილი აღმოხდება, იგი მოჭრით ემუქრება, როგორც სჩვევია..
ჰო, არ ესმის მისი, თორემ ფოთლის მოწყვეტას დაელოდებოდა, ან ჩამოსაწყვეტად შეაქანებდა ყოველდღე ნეკერჩხალს?!

ნეკერჩხალს მაინც უყვარს ტყის მჭრელი და დარწმუნებულია, რომ იგი მას მოსაჭრელად არასდროს გაიმეტებს.

ალბათ ნეკერჩხალი ვერასდროს გაიგებს - ტყის მჭრელი მისგან ჩამოწყვეტილ ან ჩამოცვენილ ფოთლებს, გულის ჯიბეში მალავდა და ინახავდა, იმის შიშით, რომ ოდესღაც სხვა ტყის მჭრელს შეიყვარებდა ნეკერჩხალი..

ტყის მჭრელი დღეს მალე წავიდა, გაქრა..

მარტოდ დარჩენილი ნოემბრის უკანასკნელ სუსხიან დღეს ებრძვის.
მას, ჯერაც რამდენიმე ფოთოლიღა შერჩენია..

მე კი, როცა გულს მტკენენ, ნეკერჩხლის მოხრილ ხეს ვემსგავსები და შერჩენილი უკანასკნელი ფოთლების ცვენას ვიწყებ. იმდენად მტკივა ხოლმე, იმდენად, რომ სხვები ვერასდროს გაიგებენ...
მაგრამ, ისევ მოვა გაზაფხული.. ისევ გადამწვანდება ნეკერჩხალი.. მეტყევეც მოვა, აუცილებლად მოვა..

კი, ნამდვილად ასე იქნება, ტკივილი?!.. მაინც შერჩება გაზაფხულამდე ერთი ფოთოლი..

ნეკერჩხლის ხე, კი ახლა, ნოემბრის ბოლო, სუსხიანი დღეებს ებრძვის შემოდგომის რიგებში.

 ზუკა ნემსაძე

29.11.21.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა