ირაკლი კობახიძე ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში შეხვედრებზე - პოლიტიკის დაუწერელი კანონია, რომ მტერსაც და მოყვარესაც ესაუბრო
Air Defense Forces shoot down one ballistic missile and 149 Russian drones
War update: 149 combat clashes over past day, with heaviest fighting in Huliaipole and Pokrovsk directions
Russia loses 970 troops, four air defense systems in war against Ukraine over past day
Russian strike coordinator disguised as older man detained in Zaporizhzhia
Svyrydenko: 25 companies join Ukraine's private air defense initiative
Ukraine announces ceasefire from May 6, awaits reciprocal steps from Russia – Zelensky
Russia declares unilateral 'ceasefire' on May 8-9

მიხეილ სააკაშვილი - „გამარჯვების კოალიცია“ არავის წინასწარ პირობას არ უყენებს

07.02.2024 ნახვები: 679

„გამარჯვების კოალიცია“ არავის წინასწარ პირობას არ უყენებს და ვაჭრობას არ სთავაზობს - არც სხვას ვურჩევ ამ გზაზე დადგომას, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, მისი პატიმრობა საქართველოს ხელისუფლების მსოფლიო მასშტაბის სირცხვილია და მისი გათავისუფლება არა პარტიული, არამედ სამართლიანობის და ეროვნული ღირსების საკითხია.

„გუშინ ეკა ბესელიამ „ფორმულაზე" გამოსვლაში თქვა, რომ დაარწმუნებს გახარიას მიიღოს მონაწილეობა საერთო ფორმატში და „დაზღვევის მექანიზმებს" შესთავაზებს მას. რა დაზღვევაზეა ლაპარაკი, რომ ჩემს მიმართ მიმდინარე უსამართლობა არ დასრულდება? ადამიანის ბედითა და ასობით ათასი ადამიანის შეხედულებებით ვაჭრობაა პოლიტიკური პროცესი?

„გამარჯვების კოალიცია" არავის წინასწარ პირობას არ უყენებს და ვაჭრობას არ სთავაზობს და არც სხვას ვურჩევ ამ გზაზე დადგომას.

ჩემი პატიმრობა არის საქართველოს ხელისუფლების დიდი, მსოფლიო მასშტაბის სირცხვილი. ტყვეობიდან გათავისუფლება არაა პარტიული თემა - ეს არის სამართლიანობის და ეროვნული ღირსების საკითხი“, - წერს სააკაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა