კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

ლოიდ ოსტინი - არ მოვითმენ თავდასხმებს ამერიკულ ძალებზე

ნახვები: 576 ლოიდ ოსტინი - არ მოვითმენ თავდასხმებს ამერიკულ ძალებზე

აშშ-ის თავდაცვის მდივნის, ლოიდ ოსტინის განცხადებით, აშშ-ის ძალებმა ერაყსა და სირიაში შვიდ ობიექტზე მიიტანეს იერიში, რაც 85-ზე მეტ სამიზნეს მოიცავდა.

ოსტინის განმარტებით, აღნიშნულ ობიექტებს ირანის „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი“ და მასთან დაკავშირებული შეიარაღებული ჯგუფები აშშ-ის ძალებზე თავდასხმისთვის იყენებდნენ.

როგორც პენტაგონის ხელმძღვანელმა განაცხადა, პრეზიდენტმა ბაიდენმა დამატებითი ზომების მიღების განკარგულება გასცა, რათა „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს“ და მასთან დაკავშირებულ დაჯგუფებებს პასუხი აგებინონ აშშ-სა და კოალიციურ ძალებზე თავდასხმებისთვის.

„მე არ მოვითმენ თავდასხმებს ამერიკულ ძალებზე. ჩვენ მივიღებთ ყველა აუცილებელ ზომას აშშ-ის, ჩვენი ძალებისა და ინტერესების დასაცავად“, – განაცხადა ოსტინმა.

შეგახსენებთ, რომ იორდანიის სამხედრო ბაზაზე თავდასხმის პასუხად, აშშ-მა სირიისა და ერაყის ტერიტორიებზე საჰაერო იერიშები დაიწყო.

იორდანიაში, სირიის საზღვართან მდებარე სამხედრო ბაზაზე თავდასხმა 28 თებერვალს განხორციელდა, რის შედეგადაც დაიღუპა სამი ამერიკელი სამხედრო, 40-ზე მეტი კი დაშავდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა