ლევან ხაბეიშვილი: მკვლელობებში მათი ყოფილი პრემიერი ამხელს, 500-მდე ადამიანი აწამეს და ვინ დასაჯეს?
ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება
ენერგეტიკული უსაფრთხოება – რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და როგორ ავიცილოთ ისინი?
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს

ჟოზეფ ბორელი: „მზად ვართ გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი უკრაინის სუვერენიტეტის მხარდასაჭერად“

ნახვები: 458 ჟოზეფ ბორელი: „მზად ვართ გამოვიყენოთ ყველა ინსტრუმენტი უკრაინის სუვერენიტეტის მხარდასაჭერად“

„ევროკავშირი მზად არის უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი გამოიყენოს", - ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჟოზეფ ბორელმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„ჩვენ განვიხილეთ უკრაინის საზღვრებთან რუსული სამხედრო ძალების კონცენტრაციის საკითხი. მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი ურყევი მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობის მიმართ. მზად ვართ გამოვიყენოთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად", - აღნიშნა ბორელმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა