წინ, ხვიჩა! ეს გზა რთულია, მაგრამ შენ მარტო არ ხარ!
კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours

მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა უნდა დასრულდეს - ბექა ბასილაია

ნახვები: 527 მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა უნდა დასრულდეს - ბექა ბასილაია

„შეხვედრის მთავარი გზავნილი ისაა, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა უნდა დასრულდეს," - განაცხადა დღეს, 7 დეკემბერს მიხეილ სააკაშილის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ მესამე პრეზიდენტის მონახულების შემდეგ.

შეგახსენებთ: მიხეილ სააკაშვილი გორის სამხედრო ჰოსპიტალში რეაბილიტაციის კურსს გადის. მესამე პრეზიდენტი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს და ის 50 დღე შიმშლობდა. ოპოზიცია მისი განთავისუფლების მოთხოვნით აქციებს ისევ აგრძელებს.

„დღევანელი შეხვედრის მთავარი გზავნილი ბუნებრივია არის და ყოველი ამ შეხვედრის მთავრი ამოცანა არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური მძევლობა, ეს პოლიტიკური პატიმრობა უნდა დასრულდეს. ჩვენ, როგორც ყველა სხვა პროცესის წინ, ყოველთვის ხაზს ვუსვამთ, როგორი იქნება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ამაზე იქნება დამოკიდებული პროცესზე მისი მონაწილეობა.

რაც შეეხება სამოქალაქო საზოგადოების რეაქციას და დაგეგმილ აქციებს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბუნებრივია, საქართველოში ხელისუფლების წყარო არის ხალხი და პოლიტიკური მართლმსაჯულებისთვის წერტილის დასასმელად ქართველი ხალხის აქტიურობაა გადამწყვეტი", - განაცხადა ბექა ბასილაიამ.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა