კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

სალომე ზურაბიშვილი გაასწორეს მიწასთან და მიშას როგორ მოექცევიან? - მაჩალიკაშვილი

ნახვები: 575 სალომე ზურაბიშვილი გაასწორეს მიწასთან და მიშას როგორ მოექცევიან? - მაჩალიკაშვილი

„დადგა დღის წესრიგში, რომ უკრაინულ მთავრობას მივმართოთ, გამოიძიოს საქმე, მათი მოქალაქეა და უნდა დაიხსნას ტყვეობიდან,“ - ამ განცხადებას თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი „რეაქციაში“ აკეთებს.

მაჩალიკაშვილი უერთდება უკრაინის პრეზიდენტისთვის, რადასა და უკრაინის ომბუდსმენის მიმართ გასაგზავნ წერილს, სადაც მოქალაქეები ითხოვენ, რომ უკრაინაში დაიწყოს გამოძიება მიხეილ სააკაშვილის უფლებების დარღვევაზე და დადგინდეს ყველა ის პირი, ვინც მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინა.

"ვის სჯერა, ვის არა, იძახიან რომ სიმულირებს, ვხედავთ, რომ ტელეფონის უფლებაც არ აქვს, როცა სხვა ნებისმიერ პატიმარს აქვს უფლება, რომ უკავშირდებოდეს ოჯახს თუ მხარდამჭერს, აქაც იტყვის ოცნება, რომ ჩვენ ის საავადმყოფოში გვყავს, ციხეში არა.

დადგა დღის წესრიგში, რომ უკრაინულ მთავრობას, გამოიძიოს საქმე, მათი მოქალაქეა და უნდა დაიხსნას ტყვეობიდან.
ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი გაასწორეს მიწასთან, თავის პრეზიდენტს ექცევიან, როგორც ვხედავთ და მიშას როგორ მოექცევიან?
ბოლოს და ბოლოს, ომის დაწყება დააბრალეს - ამიტომ არ უნდა იყოს ის ციხეში. ჩემი ყურით მოვისმინე პუტინის განცხადება - ვინც რა უნდა თქვას, ამ ორ სიტყვაში ჩანს, რატომ ზის სააკაშვილი ციხეში - მეორე, მესამე სააკაშვილი რეგიონებში ვერ იქნება, ნიშნავს, რომ სააკაშვილი იყო პუტინი მტერი, პუტინი არის სააკაშვილის მტერი, ნიშნავდა, რომ ივანიშვილის ხელშეწყობით დავიჭერ, მიხეილ სააკაშვილს ჩავსვამ ციხეში, რასაც ვხედავთ ამის ნაწილია,“ - ამბობს მაჩალიკაშვილი.

 

 
 
 
 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა