პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

NATO-ს რუსული აგრესიისგან თავის დაცვა სრულად შეუძლია

ნახვები: 521 NATO-ს რუსული აგრესიისგან თავის დაცვა სრულად შეუძლია

ნატო-ს რუსული აგრესიისგან თავის დაცვა სრულად შეუძლია, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ პოლიტიკურ და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ბორის რუგემ განაცხადა.

„ბოლო ათი წლის განმავლობაში, ჩვენ რუსეთის უკეთ შეკავებაზე ვმუშაობთ და საჭიროების შემთხვევაში, რუსეთის ნებისმიერი ტიპის აგრესიისგან დავიცავთ თავს“, - განაცხადა ბორის რუგემ.

ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ აღნიშნა, რომ რუსეთი ახლა ალიანსისთვის ნომერ პირველ საფრთხეს წარმოადგენს და ნატო-ს შეკავებისა და თავდაცვისთვის მთელი რიგი სამხედრო გეგმები აქვს.

„საბოლოოდ, ნატო, რომელსაც მალე 32 წევრი ეყოლება, არის ძალიან ძლიერი ალიანსი. ჩვენ ძალიან ძლიერი ეკონომიკა და მოწინავე ტექნოლოგიები გვაქვს. ჩვენ რუსული აგრესიისგან თავის დაცვა სრულად შეგვიძლია“, - აღნიშნა ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა