კოტე კემულარია: გიორგი დავითაძის „შემოწმების“ ვიდეომ შესაძლოა „ქართული ოცნების“ 14-წლიანი მმართველობის ყველაზე დამანგრეველი სკანდალი გამოიწვიოს
გერმანიაში ფედერალური სადაზვერვო სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
მიხეილ სააკაშვილი ივანიშვილს: მადლობა ჩემი პოლიტიკური რეინკარნაციისთვის, პოლიტიკური ლიდერების მხარდაჭერას ციხე მხოლოდ ზრდის
ივანე ჩხაიძე რუსეთში შავი ჭირით სავარაუდო გარდაცვალებაზე: ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტია, დიდი იმედი მაქვს, ინფორმაცია არ დაიმალება
გიორგი დავითაძის მამა ლევან იოსელიანზე: ის არა ხალხისა და წამებული ადამიანის, არამედ „ქართული ოცნების“ უფლებებს იცავს
შუქრი ბურჭულაძე: რეჟიმთან მებრძოლმა ლიდერებმა უღირსად დაყარეს ფარ-ხმალი, მეთაურები არ უნდა ტოვებდნენ ჯარისკაცებს ბრძოლის ველზე
მურთაზ ზოდელავასა და ლაშა ბერიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობები საბოლოო შეთანხმების პროცესშია – შესაძლოა, მათ ციხე 4 ნოემბერს დატოვონ
Ukraine marks Territorial Defense Day

მიხეილ სააკაშვილი - ოპოზიციას ვთავაზობ, შეიქმნას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, სუპერ პაკ-ი

ნახვები: 575 მიხეილ სააკაშვილი - ოპოზიციას ვთავაზობ, შეიქმნას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, სუპერ პაკ-ი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის ოპოზიციას პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტის შექმნას სთავაზობს.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, კომიტეტში უნდა იყოს 20-25 ადამიანი და უნდა იყოს მუდმივი სათათბირო.

„ჩვენ გვჭირდება ოპოზიციის სრული კოორდინაცია, მიუხედავად სხვადასხვა შეხედულებებისა, კოორდინაციის გარეშე საქმე არ კეთდება. ძალა ერთობაშია, ამაში აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ. მინდა, შევთავაზო ოპოზიციას, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ერთად პოლიტიკური აქტიურობისა და ერთობის კომიტეტის შექმნა, როგორც არის აშშ-ში კომიტეტები. მასში უნდა შევიდეს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე, გენერალური მდივანი, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე და ასევე უნდა შევიდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი პირები, რომლებიც აუცილებელი არ არის, რომ იყვნენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები. კომიტეტში უნდა შევიდეს სოფო ჯაფარიძე, რომელიც იქნება ჩემი წარმომადგენელი. მინდა, ყველას ვუთხრა, რომ ამ კომიტეტის, ამ სუპერ პაკეტთან ერთად, ეს უნდა იყოს იდეების გენერირების ადგილი, უნდა იყოს პრაქტიკულად ყოველგვარი ბიუროკრატიისგან თავისუფალი, მოქნილი ეროვნული თანხმობის სტრუქტურას.  ეს იქნება ჩქარი რეაგირების ადგილი და სხვებთან დიალოგის ადგილი. ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩავიკეტოთ, შევიდეთ ამ კომიტეტის შემადგენლობაში, თქვენთან ერთად ვითათბიროთ და თქვენთან ერთად შევქმნათ ის ვითარება, რომელიც სრულიად არაორაზროვნად ქმნის ჩვენ გავრცელებას, ბრძოლისუნარიანობას. ამ მიმართულებით ყველაფერი ერთად უნდა გავაკეთოთ. მინდა ვთქვა, რომ ამ მიმართულებით ჩვენ ნამდვილად ძალიან სწრაფად წავიწევთ წინ. ამიტომ სუპერ პაკი, პირველ ეტაპზე იქნება პაკ-ი, პოლიტიკური აქტიურობის ერთიანობის კომიტეტი, რომელშიც 20-25 ადამიანი უნდა შევიდეს და უნდა იყოს მუდმივი სათათბირო. შეიძლება, მომავალში ამის თავმჯდომარეც ავირჩიოთ, როგორც გადავწყვეტთ ყველა ერთად. რაც მთავარია, ეს უნდა იყოს მაენერგიზირებელი, რადგან ამ დისტანციაზე უკან დახევა აღარ შეიძლება“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა