ტრამპი: ომის დასრულების შემდეგ უკრაინა დამოუკიდებელი სახელმწიფო დარჩება, თუმცა „ოდნავ განსხვავებული ფორმით“
ტრამპი: ირანზე ახალი დარტყმები ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა საჭიროების შემთხვევაში 38 ხიდის განადგურება ერთ საათში შეგვიძლია
ისრაელის პრეზიდენტმა მთავრობის ფორმირება გადი აიზენკოტს დაავალა – „ქვეყანას სტაბილური ხელისუფლება სჭირდება“
რომან გოცირიძე: აშშ-ის საფონდო ბაზრის ვარდნა საქართველოს ათიათასობით მოქალაქისა და საპენსიო ფონდის ინტერესებსაც ეხება
მარკო რუბიო თანამდებობიდან წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს – „არ ვიცი, საიდან მოდის ეს ყველაფერი“
კუშნერი: აშშ ევროპისა და რუსეთის უსაფრთხოების ახალ ჩარჩოზე მუშაობს – მომავალ კვირას აბუ-დაბიში უკრაინასთან და რუსეთთან სამმხრივი მოლაპარაკებები გაიმართება
ტრამპი პუტინის წარმომადგენელთან შეხვედრის შემდეგ: უკრაინის ომზე დიდი შეთანხმება იქნება, რომელშიც შესაძლოა მთელი ევროპაც ჩაერთოს
პიტ ჰეგსეთი იმპიჩმენტის მცდელობაზე: ეს არ გამოუვიდათ ტრამპის წინააღმდეგ და არც ჩემს შემთხვევაში გამოუვათ

„სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულად შეიძლება, ნებისმიერ დროს დამძიმდეს“ - ადვოკატი

ნახვები: 432 „სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულად შეიძლება, ნებისმიერ დროს დამძიმდეს“ - ადვოკატი

„მესამე პრეზიდენტი არის შთაბეჭდილების ქვეშ სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი სპეციალისტების ჯგუფის კვალიფიციურობით და თავად სახალხო დამცველის ინსტიტუტის მიმართ" - განაცხადა დღეს, 18 ნოემბერს, მიხეილ სააკაშვილის უფლებადამცველმა, დიმიტრი საძაგლიშვილმა მასე შემდეგ, რაც გლდანის მეთვრამეტე სამკურნალო დაწესებულება დატოვა.

შეგახსენებთ: მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს და 49 დღეა, შიმშილობს. სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ შეაფასა. მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით ოპოზიცია აქციებს არ წყვეტს. ამავე მოთხოვნით უკვე კვირაზე მეტია „დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია შიმშილობს. ასევე, ენმ-ს ათი დეპუტატი, ექიმები და მოქალაქეების.

,,მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მოვისმინეთ კვალიფიციური შეფასება ექსპერტ ექიმთა ჯგუფის მხრიდან. ახლა ნებისმიერ დროს შეიძლება სააკაშვილის მდგომარეობა დამძიმდეს კრიტიკულად და საჭირო გახდეს გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევა, რისი რესურსიც მეთვრამეტე სამკურნალო დაწესებულებაში ფიზიკურად არ არსებობს", - ამბობს დიმიტრი საძაგლიშვილმა.

ის ასევე გამოეხმაურა ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელმაც თქვა,რომ სახალხო დამცველის მიერ შედგენილი ექსპერტთა ჯგუფის დასკვნა „ფეიკია"

„ჩვენ არ ვართ მიჩვეული ადეკვატურ განცხადებებს ირაკლი კობახიძის მხრიდან. ყველა ვინც მისთვის მიუღებელ პოზიციას აფიქსირებს არის „ნაცი", მგონი მარტო მამუკა მდინარაძე არ ჰგონია „ნაციონალი". შესაბამისად, რა შედეგი მოჰყვება მის განცხადებებს ჩემთვის უცნობია და ვერ გავაკეთებ პროგნოზს იმდენად არაადეკვატურად იქცევა ხელისუფლება", - განაცხადა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა