ლევან ხაბეიშვილი: მკვლელობებში მათი ყოფილი პრემიერი ამხელს, 500-მდე ადამიანი აწამეს და ვინ დასაჯეს?
ბადრი ჯაფარიძე: თუ საკონსტიტუციო სასამართლო პარტიების აკრძალვის შესახებ „ქართული ოცნების“ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ქვეყანა გამოუსწორებელ ზიანს მიიღებს
„თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია“: საწვავის ფასი 25 თეთრამდე შეიძლება შემცირდეს – აქციზის განახევრება ბიუჯეტისთვის აუნაზღაურებელ დანაკლისს არ გამოიწვევს
„დროა“ რუსეთის მიერ „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოცხადებაზე: აფხაზეთი და სამაჩაბლო საქართველოა, ივანიშვილის რეჟიმი კი – რუსული
სააკაშვილი: ღარიბაშვილი ახალაიას საკანში შედიოდა და ჩემ წინააღმდეგ ჩვენების მიცემის სანაცვლოდ გათავისუფლებას ჰპირდებოდა
„კოალიცია ცვლილებისთვის“: ევროკომისიის ანგარიში ადასტურებს, რომ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში საქართველო ევროკავშირის წევრი ვერ გახდება
ენერგეტიკული უსაფრთხოება – რა საფრთხეების წინაშე შეიძლება აღმოჩნდეს საქართველო და როგორ ავიცილოთ ისინი?
სამი არასამთავრობო ორგანიზაცია: „ქართული ოცნება“ არჩევნების შედეგების სრულფასოვან გასაჩივრებას ფაქტობრივად კრძალავს

„ვაი პრეზიდენტი“ - შალვა ნათელაშვილი სალომე ზურაბიშვილზე

ნახვები: 461 „ვაი პრეზიდენტი“ - შალვა ნათელაშვილი სალომე ზურაბიშვილზე

„ვაი პრეზიდენტის განცხადება", - განაცხადა დღეს, 18 ნოემბერს, „ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გუშინ, 17 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილზე გაკეთებული განცხადების კომენტირებისას.

ნათელაშვილის თქმით, პრეზიდენტის განცხადება მორიგი უპასუხისმგებლობაა, რადგან ზურაბიშვილმა დაგმო არა მესამე პრეზიდენტის მიერ ციხეში განხორციელებული ძალადობა, არამედ ამ ფაქტის გახმოვანება.

„ვაი პრეზიდენტის განცხადება არის მორიგი უპასუხისმგებლო გამოვლინება. მან დაგმო არა მომხდარი ქმედება, არამედ მისი გახმაურება და გამომჟღავნება, ფაქტობრივად განაცხადა, რომ შესაძლებელია ათრიონ ექსპრეზიდენტი იატაკზე, ოღონდ ეს არ უნდა გახმაურდეს. რაც შეეხება მისი მიმართულების ცვლილებებს, ნუ დაიჯერებთ, რომ მან შეიცვალა პოზიცია, ის მთლიანად დამოკიდებულია ბიძინა ივანიშვილის განკარგულებებზე ამიტომ ის საკუთარ შეხედულებებს ვერ ახმოვანებს", - განაცხადა ნათელაშვილმა

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა