პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

ანალენა ბერბოკის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომი, რომელიც საზოგადოების მხედველობიდან ქრება, საბედისწეროა

ნახვები: 518 ანალენა ბერბოკის განცხადებით, უკრაინაში მიმდინარე ომი, რომელიც საზოგადოების მხედველობიდან ქრება, საბედისწეროა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი უკრაინის მიმართ ყურადღების შემცირების გამო შეშფოთებას გამოთქვამს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

ანალენა ბერბოკის განცხადებით, უკრაინის ომი, რომელიც საზოგადოების მხედველობიდან ქრება, საბედისწეროა.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს მიზანმიმართულ თავდასხმას უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, ამიტომ აუცილებელია „მუშაობა, რათა უკრაინის ზამთრის დამცავი ფარი ძლიერი იყოს“.

ბერბოკმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის მომავალი ევროკავშირსა და ნატო-შია, ამიტომ აუცილებელია ამ გზაზე უკრაინის მხარდაჭერა.

ბერბოკი მიიჩნევს, რომ უკრაინა-ნატო-ს საბჭო ქვეყანას ალიანსში გაწევრიანებასთან დააახლოებს.

„ნატო-ს სტანდარტები, ძალების და საშუალებების დაგეგმვა და შეიარაღებული ძალების რეფორმა ამ პროცესში მთავარია. ამ მიზნით გერმანია დამატებით 11.5 მლნ ევროს ჩადებს უკრაინა-ნატო-ს ნდობის ფონდში“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა