პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

კახა კალაძე ლავროვის განცხადებაზე - „მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია“ - დღეს ყველაზე დიდი მტერი საქართველოს ჰყავს რადიკალური ოპოზიციის სახით

ნახვები: 521 კახა კალაძე ლავროვის განცხადებაზე - „მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია“ - დღეს ყველაზე დიდი მტერი საქართველოს ჰყავს რადიკალური ოპოზიციის სახით

საქართველოს არჩევანი ევროპული მომავალია, რისთვისაც ქვეყანამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი, კახა კალაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის მიერ ევროკავშირთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.

მისივე შეფასებით, საქართველოსთვის ყველაზე დამაზიანებელი ქვეყნის შიგნით არსებული მტრობაა.

„ცხადია, ყველა ქვეყანას თავისი პოლიტიკური ინტერესი აქვს. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა და დამოკიდებულება. ჩვენი არჩევანი ევროპული მომავალია და ამ რთულ გზაზე, რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. ცხადია, არსებობს გამოწვევები, სირთულეები, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, თუმცა ყველაზე დამაზიანებელი და მძიმე მაინც, ქვეყნის შიგნით არსებული მტრობა მგონია. რომელ რუსეთის მტრობაზეა საუბარი, როდესაც შენი ქვეყნის პოლიტიკოსები ბრიუსელში გარბოდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ქვეყანას სტატუსი არ მიეღო? ყველაფერს აკეთებდნენ იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაციის პროცესი შეფერხებულიყო; ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება არ გაფორმებულიყო. დღეს ყველაზე დიდი მტერი საქართველოს ჰყავს რადიკალური ოპოზიციის სახით. რა რუსეთზეა საუბარი?“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე, ლავროვის განცხადება ევროკავშირის მისამართით გაკეთებული მუქარაა თუ საქართველოს, თბილისის მერი აცხადებს, რომ საქართველო ყოველთვის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე იმოქმედებს.

„მგლის შიშით ცხვარი არავის გაუწყვეტია“. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ გვაქვს ჩვენი ინტერესი, ვმოქმედებთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, ვდგამთ შესაბამის ნაბიჯებს და ეს დამოკიდებულება მომავალშიც გაგრძელდება. პირველი, რასაც საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება გაითვალისწინებს და გაატარებს, ეს ქვეყნის ეროვნული ინტერესია. რაც არ უნდა მოწოდებები და ზეწოლა იყოს, არ გადაიდგმება ისეთი ნაბიჯები, რომლებიც დამაზიანებელი იქნება ქვეყნისთვის“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

შეგახსენებთ, სერგეი ლავროვმა ასეთი განცხადება გააკეთა: “ევროკავშირი არ მალავს განზრახვას, გაგვაძევოს ცენტრალური აზიიდან და ამიერკავკასიიდან, ეს არ გამოვა“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა