სახალხო დამცველის აპარატი: გიორგი ფეიქრიშვილი საკანში მარტო იმყოფება და ამ ეტაპზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრეტენზიები არ აქვს
ზელენსკი: რუსეთმა ერთ კვირაში უკრაინის წინააღმდეგ 1 600-მდე ავიაბომბი, 48 რაკეტა და 2 300-მდე დრონი გამოიყენა – ასე პასუხობს მოსკოვი დიპლომატიას
პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა

ე.წ შს მინისტრი აცხადებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში შვიდ შეიარაღებულ პირს ეძებენ - გადაკეტილია სოხუმამდე მისასვლელი ყველა გზა

ნახვები: 515 ე.წ შს მინისტრი აცხადებს, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში შვიდ შეიარაღებულ პირს ეძებენ - გადაკეტილია სოხუმამდე მისასვლელი ყველა გზა

ოკუპირებულ აფხაზეთში შვიდ შეიარაღებულ ადამიანს ეძებენ. ამის შესახებ განცხადებას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “შინაგან საქმეთა მინისტრი” რობერტ კიუტი ავრცელებს.

მისი თქმით, გულრიფშის რაიონში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. “ძალოვანი სტრუქტურები” შეიარაღებული ადამიანების ჯგუფს ეძებენ, მას შემდეგ, რაც ისინი ადგილობრივმა მონადირეებმა შეამჩნიეს.

კიუტმა აღნიშნა, რომ მონადირეების ცნობით, შეიარაღებული ადამიანების ჯგუფს რამე საიდენტიფიკაციო ნიშნები არ გააჩნდათ.

“ისინი უცხოური იარაღით იყვნენ შეიარაღებული, სავადაუდოდ М-4 შაშხანებით, შავ ფორმაში, ნიღბებით, ჩაფხუტებით, კარგად ეკიპირებულნი. მათ ასევე დრონი გააჩნდათ, რომელიც ტერიოტორიაზე დაფრინავდა,” - განაცხადა კიუტმა, რომელსაც აფხაზური "სპუტნიკი" ციტირებს.

კიუტმა ასევე აღნიშნა, რომ სოხუმამდე ყველა მისასვლელი გადაკეტილია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა