პენიტენციური სამსახური გელა ისაშვილის ბრალდებებს უარყოფს – პატიმარი გიორგი დავითაძის მიმართ სექსუალურ ძალადობასა და ციხის თანამშრომლების მხრიდან არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს
თამარ ჩერგოლეიშვილი: „ფედერალისტები“ უარს ვამბობთ ივანიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლში მონაწილეობაზე – ბრძოლა პოლიტიკურ ველზეა მოსაგები და არა ყალბ სასამართლო პროცესზე
ურსულა ფონ დერ ლაიენი: ღრმად შეშფოთებული ვარ შავ ზღვაში რუსეთის მორიგი ესკალაციით
შავ ზღვაში, რუმინეთის სანაპიროსთან, დრონმა სატვირთო გემი ჩაძირა – ერთი მეზღვაური დაიღუპა, სამი დაკარგულია, რუმინეთი რუსეთს ადანაშაულებს
რომეო მიქაუტაძემ დანაშაული აღიარა და საპროცესო შეთანხმება გააფორმა – 3 წლით პატიმრობა, 1-მილიონიანი ჯარიმა და სახელმწიფოსთვის გადაცემული მილიონობით ლარის ქონება
საკონსტიტუციო სასამართლომ „გახარია საქართველოსთვის“ შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დააკმაყოფილა
No negotiated peace possible while Putin in power – Hudson Institute President
ზელენსკი: მზად ვარ, ფლორიდაში ტრამპსა და პუტინს შევხვდე სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად – G20-ის სამიტზე მიწვევა ჯერ არ მიგვიღია

გია ვოლსკი - სააკაშვილი ხედავს, რომ ძველ სახეებს ავტორიტეტი არ აქვს, არც სოფო ჯაფარიძეს, რომელიც მისი დავალებით, კბილებს აცლიდა საზოგადოების დიდ ნაწილს

ნახვები: 517 გია ვოლსკი - სააკაშვილი ხედავს, რომ ძველ სახეებს ავტორიტეტი არ აქვს, არც სოფო ჯაფარიძეს, რომელიც მისი დავალებით, კბილებს აცლიდა საზოგადოების დიდ ნაწილს

სააკაშვილი ხედავს, რომ ძველ სახეებს ავტორიტეტი არ აქვს, სხვათაშორის, არც სოფო ჯაფარიძეს, რომელიც მისი დავალებით, კბილებს აცლიდა საზოგადოების დიდ ნაწილს და ასეთი არაჰოლივუდური ღიმილით დატოვეს, - ეს განცხადება პარლამენტის პირველმა ვიცე- სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან გააკეთა, რითაც მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელ განცხადებებს გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, სააკაშვილის განცხადებები "არაადეკვატურია". ამასთან, ვოლსკის თქმით, მას "არაფერი არ სჭირს" და ენერგიულად და მხნედ არის.

"დიდი ქაოსი - შეიძლება ერთი მოკლე სათაური ეწოდოს იმ ვითარებას, რაც "ნაცმოძრაობაშია" შექმნილი. ერთი მეორეს გამორიცხავს, რაც სააკაშვილს აქამდე უკეთებია, კერძოდ, რომ დემენცია ჰქონდა, გარდაცვალების პირას იყო და გვამური ლაქები შეემჩნეოდა, ამაზე იყო საუბარი მისი უშუალო გარემოცვიდან, ოჯახიდან და ადვოკატებიდან. ეს გარკვეული სტრატეგიული ამოცანისთვის სჭირდებოდა. დღეს ვითარება შეიცვალა და სააკაშვილს უნდა, რომ ყველა გაწიოს გვერდზე, არავინ თქვას, რომ თავადაა ავტორიტეტი და სააკაშვილი არ არის ერთადერთი და განუმეორებელი. არც არაფერი არ ჭირს, არც გვამური ლაქები აქვს, არც დემენცია და ენერგიულად და მხნედ არის. ძველი სახეები მისთვის ხან მისაღებია, ხან - მიუღებელი, რადგან მერე ფიქრობს, ვიღაცას ისე არ აწყენინოს, თავად არ აღმოჩნდეს ოფსაიდში. არეულობას და ქაოსს უმატებს თავის განცხადებებით იმ ვითარებას, რაც ისედაც მძიმეა (მის პარტიაში). არც იმას ითვალისწინებს, რომ კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფს სერიოზული დაფინანსება აქვს კეზერაშვილისგან, რომელიც რეალურად მმართველია დღეს მერაბიშვილთან ერთად "ნაცმოძრაობისა", ამ ვითარებაში მისი განცხადება არაადეკვატურია დღეს და ვერანაირ კომენტარს უფრო მეტს, ვიდრე გავაკეთე, ვერ გავაკეთებ.

რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყოს, ის ხედავს, რომ ძველ სახეებს მრავალი სხვადასხვა მიზეზის გამო, არ აქვს ავტორიტეტი საზოგადოებაში, არც ხაბეიშვილს, არც მელიას და არც უამრავ ხალხს, რომელიც ამ ცალკეული პიროვნებების გარშემოა შეკრებილი და არც სოფო ჯაფარიძეს, რომელიც მისი მითითებით კბილებს აცლიდა საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილს და შემდეგ არაფერი არ დაუბრუნეს უკან, ყოველ შემთხვევაში, ასეთი არაჰოლივუდური ღიმილით დატოვეს,"- განაცხადა ვოლსკიმ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა